თბილისი (BPI) – ჯანდაცვის კომიტეტისა და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ წევრი ნიკოლოზ ყიფშიძე მედიკამენტების ხარისხისა და ფასის საკითხს ეხმაურება.
ნიკოლოზ ყიფშიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო მედიკამენტების ფასების დარეგულირების საკითხში აუცილებლად უნდა ჩაერთოს და წამლების ხარისხის კონტროლის გამკაცრებასაც მიესალმება.
„სახელმწიფო მედიკამენტების ფასების დარეგულირების საკითხში აუცილებლად უნდა ჩაერთოს. ფაქტობრივად ეს მისი პრეროგატივაა.
უპირველესად, აუცილებელია პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასებმა დაიწიოს, თუ რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა იარსებებს.
ასევე, მისასალმებელი იქნება საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში პირველადი მოხმარების მედიკამენტების ჩართვაც. თუ სახელმწიფოს ბიუჯეტი ამას გაწვდება, ეს ნამდვილად მისაღები იქნება. ამ ნაბიჯით მოსახლეობა, რასაკვირველია, კმაყოფილი დარჩება.
რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხის კონტროლს, ეს თემა საკმაოდ მტკივნეული საკითხია, ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა კიდევ უფრო გამკცრდეს, რათა მოსალოდნელი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ,“ – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.