რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ეს ბიზნესი რატომღაც უკეთესი ხარისხის და უფრო იაფიან პროდუქციას შექმნის, ვიდრე მაგალითად, ამის გაკეთება შეეძლო ბაზარზე დღეს არსებულ ნებისმიერ მწარმოებელს ან იმპორტიორს ანუ რა გარანტიები არსებობს?
მიჩნდება ეჭვი, რომ ეს დაგეგმილია ხელოვნურად, ისევე როგორც, თავის დროზე დიდი იმპორტიორი კომპანიები და მთავრობა შეთანხმებული იყვნენ რაღაც თამაშის წესებზე. მაშინ [კანონის მიღებით] ეს თამაშის წესები დაირღვა, ბაზარი გათავისუფლდა და ფასებმა დაიწია.
ახლა ხდება უკუპროცესი, მაგრამ ახლა ფავორიტები არიან არა პე-ეს-პე, ავერსი, ჯი-პი-სი და ა.შ, არამედ ახალი ფავორიტი გვყავს ბაზარზე. და ყველა ის ფაქტი, რომელიც ჩემთვის ცნობილია, მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ამ კომპანიისთვის სასათბურე პირობების შექმნას.