მთავარი » სოციალური » შრომა » სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით 212 ადამიანი დასაქმდა
65 ადამიანი სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელია.

სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით 212 ადამიანი დასაქმდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური დასაქმების ფორუმის შედეგები მედიას გააცნეს.

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ საცალო გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიაზე კანდიდატურების გადარჩევა დაასრულა. დასაქმების ფორუმი მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.

2016 წლის 21 აპრილს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმზე, გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიაზე დაინტერესება 1500-მდე ადამიანმა გამოთქვა. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ფორუმის თითოეულ მონაწილეს გაესაუბრნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამუშაოს შესახებ. საბოლოოდ 212 კანდიდატი შეირჩა, რომლებიც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრენინგ ცენტრში გადამზადების ინტენსიურ კურსს გადიან. შერჩეული კანდიდატებიდან 65 სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელია.

ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების „ჯიპიაი ჰოლდინგი“-სათვის გაგზავნა. სამინისტროს ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

13466265_1220463831306614_6447068497579610681_n

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდებაზე. ამ სერვისებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული სამუშაოს მაძიებლებისათვის და დამსაქმებლებისათვის საშუამავლო მომსახურების გაწევა.

დღეისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დაახლოებით 60 000 სამუშაოს მაძიებელი ჰყავს დარეგისტრირებული მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია, ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობის განვითარებით ხელი შეუწყოთ სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებაში.

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …