ახალი მოთამაშის გამოჩენა ფარმაცევტული ბაზრის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია.
ამ განცხადებას სახალხო აფთიაქის გენერალური დირექტორი არჩილ მორჩილაძე აკეთებს. მისი განცადებით, წამლების გაიაფების რეალური შედეგი დაახლოებით სამ – ექვს თვეში გამოცნდება. არჩილ მორჩილაძე მიესალმება საპარტნიორო ფონდის ინიციატივას მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნის შესახებ.
მისი თქმით, ლაბორატორიის შექმნა არის იმის გარანტი, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ბაზარზე რეალიზებული მედიკამენტები უფრო უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება.