მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „საინფორმაციო საშუალებები ამას ხელს უწყობენ“ – რატომაა მოსახლეობაში უნდობლობა ქართული მედიკამენტების მიმართ

„საინფორმაციო საშუალებები ამას ხელს უწყობენ“ – რატომაა მოსახლეობაში უნდობლობა ქართული მედიკამენტების მიმართ

დაუშვებელია იმის თქმა, რომ ქართული წამლები უხარისხოა და მათ არ უნდა ვენდოთ. ამის შესახებ ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან გოგიბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ადგილობვრივი წარმოების მედიკამენტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება გარკვეული საინფორმაციო საშუალებების ხელშეწყობით ხდება.

გოგიბერიძე განმარტავს, რომ როცა ქვეყანა არეგისტრირებს ამა თუ იმ მედიკამენტს, უცხოური იქნება ის თუ ადგილობრივი წარმოების, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეპარატი არის ხარისხიანი და ეფექტიანი.

„არიან მწარმოებლები, რომელთა შექმნილ მედიკამენტებს და რეცეპტურას საუკუნოვანი ისტორია აქვს. იგივე თუნდაც ნატურალური მედიცინა და ფაგები, რომელიც ინოვაციურია და მოწინავეა მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ხელს უწყობენ, რომ ადგილობრივი ნაწარმის მიმართ ნეგატიური განწყობა შეიქმნას. იმედი მაქვს, ეს ვითარება სასიკეთოდ შეცვლება იქიდან გამომდინარე, რომ მედიკამენტები სრატეგიული დანიშნულების პროდუქტია და როცა გარშემო ასეთი სიტუაციაა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება.  გათვლა სწორედ ადგილობრივი მედიკამენტების წარმოებაზე უნდა იყოს,“ – განაცხადა გოგიბერიძემ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …