მთავარი » დაზღვევა » სადაზღვევო სექტორი საპენსიო რეფორმას უპირისპირდება
კერძო კომპანიები დაგროვებით საპენსიო სისტემას 15 წელია მართავენ და დახვეწისთვის მხოლოდ საკანონმდებლო მხარდაჭერაა საჭირო, ფისკალური ხელშეწყობა.

სადაზღვევო სექტორი საპენსიო რეფორმას უპირისპირდება

თბილისი (GBC) – „ჩვენ ბიზნესი უნდა დავკარგოთ?!“ – სადაზღვევო სექტორი, დაგროვებით საპენსიო ბაზარზე მთავრობის კონკურენციას აპროტესტებს.

სადაზღვევო კომპანიების ასოციაცის გამგეობის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ კერძო კომპანიები დაგროვებით საპენსიო სისტემას 15 წელია მართავენ  და დახვეწისთვის მხოლოდ საკანონმდებლო  მხარდაჭერაა საჭირო, ფისკალური ხელშეწყობა.  ასე მოხდა ყველა ქვეყანაში და ამას საჭიროებს ჩვენი ქვეყანაც.

დევი ხეჩინაშვილს  სისტემის მონაწილეებისთვის არ დაბეგვრა საკმარის მოტივაციად მიაჩნია.  საპენსიო ფულის მართვის სისტემური მოდელი კი, არ უნდა იყოს ფართო განხილვის საგანი.  აქტივების მმართველი კომპანიის კვალიფიკაციის საკითხს ასფალტის დაგებას და მისი დამგების  მოკვლევას ადარებს, რაც მთლიანად სატენდერო საბჭოს კომპეტენციაა.

ამასთან, ხეჩინაშვილი ბიუჯეტზე ახალი  პასუხისმგებლობის  „აკიდებასაც“ არ იწონებს და  მთავრობის მონაცვლეობისას გარკვეულ რისკებს ხედავს.

რეფორმის ავტორი, საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი ამბობს,  რომ  პენსიონერების ქონებას კონსტიტუცია იცავს.

ამასთან, აღნიშნული მიმართულება ყველა მთავრობის პრიორიტეტია, რადგან  გაღარიბებული პენსიონერი ამაღლებს სიღატაკის დონეს, რაც არცერთი ხელისუფლების ინტერესში არ შეიძლება იყოს.

გაუფასურების რისკს კი დაგროვებული ფულის ინდექსირება უზრუნველყოფს, რაც  ინფლაციაზე იქნება მიბმული და  ყოველ წელს  გადაიხედება, შესაბამისი საფეხურით კორექტირების მიზნით და უფრო მეტად გაიზრდება,  ქვეყნის ეკონომიკის ზრდის  პროპორციულად.

ოთარ ძიძიკაშვილმა  ყველა მოსალოდნელი  შესაძლო რისკის უსაფუძვლობის დასტურად  2015 წლის  2,8%-იანი ზრდა  მოიხმო, რაც  გლობალური კრიზისის ბევრი გამოწვევის მიუხედავად მოხერხდა.

რეფორმატორი აღნიშნავს, რომ ნეგატიური მოლოდინების დაჯერება ნიშნავს  ქვეყნის გაკოტრებულად გამოცხადებას და   სიცოცხლის დასრულებას, რაც ყველაზე არარეალურია.

ინიციატივა ნახევრადსავალდებულო საყოველთაო დაზღვევას  ითვალისწინებს, 2% (ბიუჯეტი) +2%(დამსაქმებელი) +2%(დასაქმებული ) კონტრიბუციით, რაც დღევანდელი 400 ლარის შესატყვის პენსიას გულისხმობს. აღნიშნული პორცია საშემოსავლოსგან თავისუფლდება. 

ნახევრად სავალდებულო  ნიშნავს, სისტემაში  ყველა მსურველის ჩართვას იმ პირობით, რომ გადაფიქრების შემთხვევაში, სისტემის დატოვება შეეძლება.

gbc.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …