მთავარი » დაზღვევა » სადაზღვევო სექტორი COVID დაზღვევის ამოქმედებაზე მთავრობასთან კონსულტაციებს იწყებს

სადაზღვევო სექტორი COVID დაზღვევის ამოქმედებაზე მთავრობასთან კონსულტაციებს იწყებს

სადაზღვევო სექტორი COVID დაზღვევის ამოქმედებაზე მთავრობასთან კონსულტაციებს იწყებს
სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი ჯანდაცვა.გე-სთან COVID დაზღვევის ამოქმედებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სექტორმა დოკუმენტი უკვე მოამზადა და მას მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენს.
მისი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება თუ როდიდან და რა ფორმით ამოქმედდება COVID დაზღვევა, უკვე მთავრობისა და სექტორის შეთანხმების შემდეგ მიიღება. ასევე განისაზღვრება ფასების ზედა ზღვარი, რომელიც ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.
„ახლა ვიწყებთ კონსულტაციებს მთავრობასთან, რა გამოვა საბოლოო ჯამში, არ ვიცი. დოკუმენტი მოვამზადეთ, ხვალ გვაქვს შეხვედრა მთავრობასთან და ვნახოთ. ჯერ ისიც არ ვიცით, ეს იქნება სავალდებულო თუ არა. რაც შეეხება ფასებს, გვეცოდინება მაშინ, როდესაც ცნობილი იქნება რა უნდა დავფაროთ. გარდა ამისა, მთავრობას უნდა შევუთანხმოთ, რამდენ ტურისტს ელის და ასევე ის, თუ დაახლოებით რამდენი ტურისტი დაეზღვევა აქ და არა ის, რომ ვიღაც უკვე დაზღვეული ჩამოვა და რეალურად, აქ არავის ეცოდინება, მისი დაზღვევა რას ფარავს. ასეთ დროს კლინიკებს გაუჭირდებათ ფულის ამოღება და ა.შ,“-აცხადებს ხეჩინაშვილი.
მისი განცხადებით, ტურისტებისთვის COVID დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ეს დუბაიში და ბევრ სხვა ქვეყანაშია, თუმცა, საუბარი უნდა იყოს მხოლოდ COVID დაზღვევაზე და არა სამოგზაურო დაზღვევაზე.
„ამის გაკეთება კი ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა ხდებდეს“-აცხადებს ხეჩინაშვილი.
შეგახსენებთ, ტურისტული სექტორი, უცხოელებისთვის კოვიდ დაზღვევის ამოქმედებას აქტიურად ითხოვს.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …