მთავარი » კვირის ინტერვიუ » სადაზღვევო კომპანიებმა უნდა იზრუნონ მედიკამენტების გამოწერის შესაბამისობაზე დიაგნოზებთან
სადაზღვევო კომპანიებმა უნდა იზრუნონ პროვაიდერი კლინიკების მიერ მიწოდებულ სამედიცინო დახმარების ხარისხზე და მედიკამენტების გამოწერის შესაბამისობაზე.

სადაზღვევო კომპანიებმა უნდა იზრუნონ მედიკამენტების გამოწერის შესაბამისობაზე დიაგნოზებთან

დღეს ნახევარი მილიონი ადამიანია დაზღვეული კერძო სადაზღვევო სქემით, მათ შორის თითქმის მესამედი- სახელმწიფო ხარჯებით.

 სადაზღვევო კომპანიებმაც უნდა იზრუნონ პროვაიდერი კლინიკების მიერ მოქალაქეებზე მიწოდებული სამედიცინო დახმარების ხარისხზე! მათ შორის მედიკამენტების გამოწერის შესაბამისობაზე დიაგნოზებთან.

ინტერვიუ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელ მდივანთან არჩილ მორჩილაძესთან.

–დღეს მთავარ პრობლემად რჩება მედიკამენტების ხელმისაწვდომობა,რასაც თან ერთვის პოლიპრაგმაზიის შემთხვევები.რა მექანიზმები შეიძლება იქნეს გამოყენებული, რომ მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება? 

ყველაზე ეფექტიანი გზა არის პირველადი ჯანდაცვის რგოლის და შემდეგ უკვე ყველა სპეციალობის ექიმის გადამზადება კლინიკურ ფარმაკოლოგიაში! ეს უნდა იყოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ერთერთი წამყვანი სასწავლო მოდული. 

ეს აუცილებლად უნდა მოხდეს მანამდე, სანამ სახელმწიფო დაიწყებს მედიკამენტების ანაზღაურების პროცესს.

კითხვა:

–დღეისთვის მხოლოდ კერძო სადაზღვევო სქემით დაზღვეულებს აქვთ საშუალება აინაზღაურონ მედიკამენტების ღირებულება. ამ შემთხვევაში თუ არის პაციენტი დაცული,რომ მას არ უწევს არასწორი დანიშნულებით მკურნალობა? 

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ნახევარი მილიონი ადამიანია დაზღვეული კერძო სადაზღვევო სქემით, მათ შორის თითქმის მესამედი-სახელმწიფო ხარჯებით. ანუ სახელმწიფოს უკვე წლებია ჩართული ყავს  სადაზღვევო კომპანიები ამ პროცესში.

ამიტომ სადაზღვევო კომპანიებმა მხოლოდ ფინანსური მოტივით(თუნდაც სახელმწიფოსგან მიღებული სახსრების არასწორად განკარგვის გამო)  კი არ უნდა აკონტროლონ  დანიშნულება,   არამედ მათ უნდა იზრუნონ მოქალაქეებზე მიწოდებული სამედიცინო დახმარების  ხარისხზეც! მათ შორის მედიკამენტების გამოწერის შესაბამისობაზე დიაგნოზებთან.

სადაზღვევო კომპანიები დღეს  ოჯახის ექიმების მეშვეობით ცდილობენ ამ საკითხის დარეგულირებას, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

იმ შემთხვევაში თუ პაციენტი(დაზღვეული) ისარგებლებს ე.წ. თავისუფალი სქემით და თავად შეიძენს ნებისმიერი ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს, სადაზღვევო კომპანიამ, სასარჩელო განაცხადის შესწავლისას უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი საერთაშორისო და ეროვნული პროტოკოლებით და თუ გამოიკვეთება, რომ გამოწერილი მედიკამენტები არ შეესაბამება სამედიცინო დოკუმენტაციაში გამოტანილ დიაგნოზს, ასეთი შემთხვევები აუცილებლად უნდა მიაწოდოს განსახილველად   სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რათა  სააგენტოს მიერ მოხდეს შემთხვევის შესწავლა და არასწორი მკურნალობის გამოკვეთის შემთხვევაში მოახდინოს კანონმდებლობით დადგენილი რეაგირება.

ეს იქნება ეფექტიანი პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს, რაც ბუნებრივია მოემსახურება სამედიცინო დახმარების ხარსხი გაუმჯობესებას.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …