მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სად უნდა დარეკოს მომხმარებელმა, თუ შენიშნავს, რომ მედიკამენტი, რომელიც მიიღო – უეფექტოა
სად უნდა დარეკოს მომხმარებელმა, თუ შენიშნავს, რომ მედიკამენტი, რომელიც შეიძინა და მიიღო – უეფექტოა, – „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გია ბურჯანაძე

სად უნდა დარეკოს მომხმარებელმა, თუ შენიშნავს, რომ მედიკამენტი, რომელიც მიიღო – უეფექტოა

სად უნდა დარეკოს მომხმარებელმა, თუ შენიშნავს, რომ მედიკამენტი, რომელიც შეიძინა და მიიღო – უეფექტოა, – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში მასალას აქვეყნებს.

გამოცემასთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გია ბურჯანაძე აცხადებს, რომ ადამიანი ტკივილის გასაყუჩებელი მედიკამენტის ნაცვლად შესაძლოა, ცარცს სვამდეს.

ბურჯანაძე ამბობს, რომ აღნიშნული ტიპის მედიკამენტებს, დღეს ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 20-30% უჭირავს.

„ბოლო რამდენიმე თვეა, აქტიურად მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებიც უჩივიან შემდეგ რამეს – ამბობენ, რომ მედიკამენტები, რომლებსაც ისინი იღებენ, უეფექტოა. ასეთებად ვასახელებთ – “ნოშპას“, “ნაფტიზინის“ წვეთებს“, “კაპტოპრილს“, ანტიბიოტიკებსა და ა.შ. მომხმარებლებზე დაკვირებით, ცხადი ხდება, რომ აღნიშნული მედიკამენტები მიღების შემდეგ არ რეაგირებს, ანუ შედეგი არ დგება. ხდება ასეთი რამ -წამლის შემადგენლობაში შედის გარკვეული ქიმიური ელემენტები. ჩვენ კი გვხვდება შემთხვევები, როცა რეალურად შედის ეს შემადგენლობა პრეპარატში, მაგრამ ძალიან დაბალი დოზით, რასაც შედეგი არ აქვს.

შემდეგი პრობლემა არის ის, რომ დღეს ძალიან ბევრი პრეპარატი შემოდის უცხოეთიდან. ბაზრის გარკვეული წილი უჭირავს ინდოეთიდან შემოსულ მედიკამენტებს, რომლებიც დაბალფასიანიცაა და დაბალხარისხიანიც. ფასი, შესაბამისად, მომხმარებელი კი, თავისთავად, ეშურება დაბალფასიანის ყიდვას და შედეგიც არის ფასის შესაბამისი. როგორც საკვები პროდუქტების შემთხვევაში ხდება, ისე ხდება აქაც – როცა ევროპის ქვეყნებში დაწესებულ ხარისხის ნორმებს ვერ აკმაყოფილებს გარკვეული პროდუქტები, ის შემდეგ საქართველოში შემოაქვთ და აქ ასაღებენ. ასე ხდება მედიკამენტების შემთხვევაშიც“, – აცხადებს გია ბურჯანაძე.

kvira.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …