მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საბაჟოზე 27 ლარად შემოტანილი მედიკამენტი ხშირად 150 ლარად იყიდება
არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტის ფასი საბაჟოზე ფიქსირდება 11 დოლარი, დაახლოებით 27 ლარი და ეს მედიკამენტი 150 ლარად იყიდება.

საბაჟოზე 27 ლარად შემოტანილი მედიკამენტი ხშირად 150 ლარად იყიდება

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ხშირად ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ფასნამატი ძალიან მაღალია.

ფარმაცევტიკისა და მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებზე მან ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში “59 წამი” ისაუბრა, სადაც მისი ოპონენტი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და “გირჩის” ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი იყო.

“გარკვეული კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ მედიკამენტებზე რიგ შემთხვევაში ფასნამატის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, კონკრეტული შემთხვევები ფიქსირდება კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომელთა მწარმოებლებსა და დასახელებებს არ დავასახელებ. არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტის ფასი საბაჟოზე ფიქსირდება 11 დოლარი, დაახლოებით 27 ლარი და ეს მედიკამენტი 150 ლარად იყიდება.

ფასნამატის პრობლემა ბუნებრივია არის, მაგრამ ეს არის მომხმარებლისთვის პრობლემა. ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ ჩაერევა ფასების რეგულირებაში. ეს არ არის სახელმწიფოს კომპეტენცია, ეს არის ბიზნესის საქმე რამდენად ძვირად უნდა გაყიდოს პროდუქტი, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულება არის, რომ შექმნას ბაზარზე ისეთი მდგომარეობა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, მაქსიმალური კონკურენცია უზრუნველყოფილი იქნას და ამით სხვა მოთამაშეებმა მომხმარებელს შესთავაზონ უკეთეს ფასად მაღალი ხარისხის სამედიცინო პროდუქტი”, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …