მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სააფთიაქო ქსელი GPC -ი გაიყიდა
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ფარმაცევტული კომპანია GPC -ის აქტივების 100%-იან წილს ყიდულობს.გარიგების ღირებულება $14 მილიონია.

სააფთიაქო ქსელი GPC -ი გაიყიდა

თბილისი (GBC) – „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ფარმაცევტული კომპანია GPC-ის აქტივების 100%-იან წილს ყიდულობს.გარიგების ღირებულება $14 მილიონია.

აღნიშნული თანხიდან 85.7%-ს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“   ხელშეკრულების გაფორმებისას გადაიხდის, ხოლო დარჩენილ 14.3%-ს კი, გარიგების წარმატებით დასრულებიდან 1 წელში, 2017 წლის აპრილ-მაისში.

შესაბამის მემორანდუმს ხელი ოთხშაბათს მოეწერა, რომელიც მარეგულირებლის თანხმობას საჭიროებს. 

GPC-ის შეძენის მიზანი GHG-ის გაფართოების სტრატეგიაა, რომ ჰოლდინგი გახდეს წამყვანი მოთამაშე ქართულ ჯანდაცვის სისტემაში, რომლის საერთო ღირებულება 3.4 მილიარდ ლარს შეადგენს. 

GHG ასევე GPC-ის მოგების მარჟის 2015 წლის მონაცემის – 4%-იანი მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ელის.

gbc.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …