მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სააფთიაქო ნარკომანიას პოლიციელები მფარველობენ – ლადო სადღობელაშვილი
ფსიქოტროპულ აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა ძლიერმოქმედი პრეპარატები და ამ პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რიგითი პოლიციელები მფარველობენ

სააფთიაქო ნარკომანიას პოლიციელები მფარველობენ – ლადო სადღობელაშვილი

,,პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, თარხან გასვიანისა და ,,თავისუფალი თაობის“ ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, ფსიქოტროპულ აფთიაქებში ნებისმიერი ასაკის ადამიანზე ურეცეპტოდ გაიცემა ძლიერმოქმედი პრეპარატები და ამ პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რიგითი პოლიციელები მფარველობენ.

თარხან გასვიანი და ლადო სადღობელაშვილი ამ პირების გამოვლენასა და კანონში ცვლილების შეტანას ითხოვენ, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიას დაბლოკავს.

,,სამწუხაროდ, არსებობს ასობით ფსიქოტროპული აფთიაქი, როგორც ქალაქში ასევე რეგიონებში, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს წვდომა ისეთ ძლიერ პრეპარატებთან, რომელიც იწვევს ძლიერ წამალდამოკიდებულებას. ნარკოლოგიური და სარეაბილიტაციო ცენტრები სავსეა მოზარდებით 15 წლიდან, რომლებიც უკვე დამოკიდებულები არიან ამ პრეპარატებზე.

ჩვენ უკვე გვქონდა ერთი აქცია, რის შემდეგაც დაიწყეს ფსიქოტროპული აფთიაქების შემოწმება, მაგრამ ეს შემოწმება არაფერს არ ნიშნავს, საბოლოო მიზანი მათი დახურვაა, ვინაიდან წამლის ურეცეპტოდ გაცემაზე ჯარიმა ორი-სამი ათასი ლარია, ისინი კი გაცილებით მეტს შოულობენ დღის მანძილზე და აგრძელებენ მუშაობას.

როდესაც სამჯერ აჯარიმებენ ფსიქოტროპულ აფთიაქს, მას ერთმევა ლიცენზია, მაგრამ მეორე დღეს იბრუნებენ ლიცენზიას, ცვლიან სახელს და აგრძელებენ წამლების გაყიდვას“, – განაცხადა გასვიანმა და აღნიშნა, რომ საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა, რომ ლიცენზიის ჩამორთმევის შემდეგ მისი აღდგენა აღარ ხდებოდეს“.

,,პატრიოტთა ალიანსი“ და ,,თავისუფალი თაობა“ 18 ოქტომბერს, 4 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გეგმავენ მოთხოვნით, დაისაჯონ ის პირები, ვინც სააფთიაქო ნარკომანიას მფარველობს – ,,

,,პირადად მაქვს ნანახი ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები როგორ მფარვლობენ სააფთიაქო ქსელს. ეს ფაქტი შეიძლება არ იცოდეს სამინისტროში ზემდგომმა, მაგრამ ჩვენი მიზანია მივიდეს ეს მათ ყურამდე“, – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

 

medianews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …