მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სააფთიაქო ნარკომანია კვლავ პრობლემად რჩება
სააფთიაქო ნარკომანია რეცეპტის ინსტიტუტის შემოღების მიუხედავად კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება.ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს პრობლემის რეგულაციისთვის.

სააფთიაქო ნარკომანია კვლავ პრობლემად რჩება

სააფთიაქო ნარკომანია რეცეპტის ინსტიტუტის შემოღების მიუხედავად კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება.

მემარცხენე ალიანსის ლიდერი სოსო შატბერაშვილის მიერ  ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობის სისხლის სამართლებრივად დასჯის მოთხოვნას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე ეხმაურება.

“ეს უკიდურესი ზომაა ამგვარი პრობლემის მოგვარებისთვის.  ვფიქრობ მანამდეც არის რამდენიმე ეტაპი, რომელიც ეფექტურად იმუშავებს: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაძნელება, სანებართვო საქმიანობის შემდგომი გართულება, დამატებითი ფინანსური სასჯელი. ერთ-ერთი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩემი წარმოდგენით ეს უკიდურესი ფორმაა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლებამ. იმედი მაქვს საქმე აქამდე არ მივა და ადმინისტრაციულ დონეზე შესაძლებელი იქნება პრობლემის რეგულირება.”

ლაშა კილაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს აღნიშნული პრობლემის რეგულაციისთვის.

“საკითხზე მუშაობა დაწყებულია,  მოსაზრებები ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურის მიერ პარლამენტის კომიტეტშია გაგზავნილი.  ეს კომიტეტიც აქტიურ რეჟიმში განიხილავს წარმოდგენილ წინადადებებსდა არსებული სიტუაციიდან მეტ-ნაკლებად რეალური და ადეკვატური გამოსავლის ძიების პროცესში  არიან,” – ამბობს კილაძე.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …