მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » რუსთაველის გამზირზე მსურველებს ანალიზს C ჰეპატიტზე უფასოდ უტარებენ
დავით სერგეენკო ეს ფორუმი, რომელიც დღეს დაიწყო თავისი მნიშვნელობით ძალიან მაღალ შესაძლებლობას იძლევა, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ურთიერთობები

რუსთაველის გამზირზე მსურველებს ანალიზს C ჰეპატიტზე უფასოდ უტარებენ

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. რუსთველის გამზირზე მსურველებს ანალიზს C ჰეპატიტზე უფასოდ უტარებენ

როგოც სერგეენკომ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, დღეს ჯანდაცვის სამინისტროს სტენდთან მოსახლეობას საშუალება აქვს, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი და C ჰეპატიტის ანალიზი გაიკეთოს.

„მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ, რომ გაძლიერებულიყოს და გამთლიანებულიყოს ჩვენი ქვეყანა.

დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმოდგენილი აქვს რამდენიმე აქტივობა, რუსთაველის გამზირზე. აქ შეუძლიათ უფასო სკრინინგი ჩაიტარონ, C ჰეპატიტის ანალიზი გაიკეთონ. ასევე, წარმოდგენილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანები და აღჭურვილობა.

ეს ის მანქანებია, რითაც შესყიდვების რეიტინგში მოვხვდით – რომ 10 მილიონი დავხარჯეთ. გიდასტურებთ, ამ მშვენიერ მანქანებში დავხარჯეთ სრულად ეს თანხა. აქვეა მოწყობილი გადაუდებელი დახმარების რამდენიმე საჩვენებელი კუთხე და ვფიქრობ, რომ მოქალაქეებისთვის საინტერესო იქნება ამ სიახლეების გაცნობა“, – განაცხადა სერგეენკომ.

info9.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …