მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „როშ ჯორჯიას“ მხარდაჭერით სპინალურ კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებისთვის გენეტიკური დიაგნოსტიკა ხელმისაწვდომი ხდება

„როშ ჯორჯიას“ მხარდაჭერით სპინალურ კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებისთვის გენეტიკური დიაგნოსტიკა ხელმისაწვდომი ხდება

23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“  როშ ჯორჯიას, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდს, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა  და საქართველოს ნერვკუნთოვან დაავადებათა და ელექტრომიოგრაფიის ასოციაციაციებს შორის გაფორმდება  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც არის სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტებისათვის გენეტიკურ ანალიზზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

ღონისძიების ინიციატორები არიან გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა  ასოციაცია, ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯია“ და საქართველოს ნერვკუნთოვან დაავადებათა და ელექტრომიოგრაფიის ასოციაცია. შეხვედრას დაესწრებიან სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტები და მათი ოჯახის ევრები.

შეხვედრაზე ექიმი ნევროლოგები ნანა ტატიშვილი და ნანა კვირკველია, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის ხელმძღვანელი ოლეგ ქვლივიძე და როშ ჯორჯიას დირექტორი მაკა ასათიანი კიდევ ერთხელ ისაუბრებენ დაავადებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, კერძოდ კი დროული დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე.

 შეხვედრის დასასრულს, მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, რომ კომპანია „როშ ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით გენეტიკური და იშვიათ დაავადების ფონდი განახორციელებს გენეტიკურ ტესტირებას SMN1 და  SMN2 განსაზღვრისთვის; პროფესიული ასოციაციების ხელშეწყობით მოხდება პაციენტების გამოვლენა და ინფორმირება არსებული დიაგნოსტიკური ტესტირებიზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

მოკლე ინფორმაცია სპინალურ კუნთოვანი ატროფიას (სკა) შესახებ

სპინალური კუნთოვანი ატროფია  (სკა)  მძიმე გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროკუნთოვანი დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების ატროფიას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს. სკა იშვიათი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება და დაახლოებით 11 000 დან 1 ახალშობილს აღენიშნება მსოფლიოში. უმეტესად დიაგნოსტირდება ბავშვთა ასაკში და ჩვილი ბავშვების სიკვდილობის ყველაზე გავრცელებულ გენეტიკურ მიზეზს წარმოადგენს.

განასხვავებენ დაავადების  4 ძირითად ტიპს: ტიპი 1 ყველაზე  მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილის მიზეზი ხდება. სიმპტომები დაკავშირებულია კუნთების ატროფიასა და სისუსტესთან. პაციენტებს უჭირთ სიარული, ჯდომა დამოუკიდებლად, თავის დაჭერა,  აღენიშნებათ სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება.

ტიპი 2  ვლინდება 7-დან 18 თვის ასაკის ბავშვებში. შესაძლებელია შეამციროს სიცოცხლის ხანგრძლივობა, ამასთან, ბავშვები ვერ დადიან, აღენიშნებათ ხერხემლის დეფორმაცია სქოლიოზის სახით, გააჩნიათ სუნთქვის და ყლაპვის პრობლემები. უმრავლესობას ჯდომა შეუძლია, თუმცა შემდგომში ამ უნარსაც კარგავენ.

ტიპი 3 ვლინდება 18 თვის ასაკის ზემოთ ბავშვებში და შესაძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს გვიან ბავშვობამდე. აღენიშნებათ კუნთოვანი სისუსტე, რომელიც პროგრესირებს. მართალია, უმრავლესობას სიარული შეუძლია, თუმცა, დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ეს უნარი შეიძლება დაკარგონ. სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უმეტესწილად გავლენას არ ახდენს. ქვედა კიდურებში სისუსტე მეტადაა გამოხატული, ვიდრე ზედა კიდურებში.

ტიპი 4   ზრდასრულთა დაავადებაა, ვლინდება 35 წლის შემდეგ. ატროფიის ნიშნები აღმოცენდება ზედა და ქვედა კიდურების კუნთებში, მყესებში, ვრცელდება გულმკერდის არეში.

 

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …