მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რომელ ქსელებში შეგიძლიათ შეიძინოთ თურქული მედიკამენტები შემცირებულ ფასად – ჩამონათვალი

რომელ ქსელებში შეგიძლიათ შეიძინოთ თურქული მედიკამენტები შემცირებულ ფასად – ჩამონათვალი

ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად საქართველოში, უკვე 35-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. მათი ფასი კი საშუალოდ 60-80%-ით არის შემცირებული.
ინფორმაციას  ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი განცხადებით, დაახლოებით ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი.
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების შეძენა, საქართველოს მოსახლეობას, ამ ეტაპზე, ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში „ფარმადეპო“-სა და „ავერსი“-ს ფილიალებში შეუძლია. ჯერ-ჯერობით ერთი დასახელების მედიკამენტი, „ქსალერტო“ წარმოდგენილია „პსპ“-სა და „ფარმსახლი“-ს სააფთიაქო ქსელში.
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …