ჯანდაცვის სამინისტრო თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების განახლებულ ჩამონათვალს აქვეყნებს. სია შეგიძლიათ ილიხოთ ბმულზე.
უწყების ინფორმაციით, წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.
jandacva.ge