ჰეპატოლოგმა მანანა შატბერაშვილმა ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰეპატოლოგებს მედიკამენტებთან დაკავშირებული პრობლემა მოეხსნათ და ჯენერიკებს ანტიბიოტიკების შემთხვევაშიც გამოიყენებენ.
“ჰეპატოლოგებისთვის ჯენერიკების გამოყენების მიმართულება სიახლეს აღარ წარმოადგენს. ჰეპატიტებში ყველაზე მეტად გავრცელებულია C ჰეპატიტი, რომლის სამკურნალოდაც ისეთი პროგრამა შეიქმნა, რომ რა მედიკამენტებსაც მანამდე ვიყენებდით, უკვე აღარ ვნიშნავთ.
არავირუსული და B ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები პაციენტების იმდენად მცირე ნაწილს წარმოადგენენ, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილბებს აღარ ვღებულობთ, ჯენერიკი დავნიშნოთთ, თუ ბრენდ მედიკამენტი.დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ მთლიანად მოიცვა ჩვენი სპექტრი. რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, რა თქმა უნდა, ჯენერიკებსაც ვიყენებთ.
გარდა ამისა, თუ პრეპარატი მუშაობს, ეფექტურია, ხარისხიანი და პაციენტისათვის ხელმისაწვდომია, ამასთან ხარისხის დამადასტურებელი სერტიფკატიც გააჩნია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, თუ სად არის ეს მედიკამენტი წარმოებული, ინდოეთში თუ სხვაგან. შესაბამისად, მე, როგორც ექიმი, ვენდობი ჯენერიკებს, მათ შორის ინდური წარმოების ჯენერიკ მედიკამენტებსაც“, – აღნიშნა მანანა შატბერაშვილმა.