მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » როდის დაწესდება რეფერენტული ფასები მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე – მინისტრის განცხადება

როდის დაწესდება რეფერენტული ფასები მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე – მინისტრის განცხადება

იანვრიდან რეფერენტული ფასები მედიკამენტების გარკვეულ ჯგუფზე ამოქმედდება, რამდენიმე თვის შემდეგ კი – მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას დაწყებული აქვს ძალიან მასშტაბური პროექტი მედიკამენტების ბაზრის გამჭვირვალობიდან გამომდინარე.

„უკვე მომდევნო წლიდან რეფერენტულ ფასებს დავნერგავთ. შერჩეული ქვეყნების მიხედვით, საქართველოში განისაზღვრება მაქსიმალური ზღვარი კონკრეტულ მედიკამენტებზე და მხოლოდ ამ ფასის ფარგლებში შეეძლებათ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტების გაყიდვა. პირველ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ იანვრიდან, რომ ეს შეეხოთ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს, ხოლო შემდეგ ეტაპზე, რამდენიმე თვის შემდეგ მთლიან ფარმაცევტულ ბაზარზე გავრცელდება. რადგან უკვე რეფერენტული ფასებით გვექნება ქრონიკული, იგივე ონკოლოგიური მედიკამენტები, რასაც სახელმწიფო აფინანსებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მედიკამენტების ასორტიმენტსაც ვზრდით და შესაბამისად ხელმისაწვდომობა სახელმწიფოსთვისაც უფრო მეტად იქნება და შესაძლებლობა გვაქვს 30 მლნ ლარამდე გაზრდილი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ფარგლებში უფრო მეტი ბენეფიციარი მოვიცვათ და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“, – განაცხადა აზარაშვილმა

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …