მთავარი » სოციალური » შრომა » როდიდან დაიწყება შრომითი ხელშეკრულების ინსპექტირება
მომავალი წლიდან შრომითი უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდება. მთავრობა შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს, მაგრამ დოკუმენტი ჯერჯერობით საჯარო არ არის.

როდიდან დაიწყება შრომითი ხელშეკრულების ინსპექტირება

მომავალი წლიდან შრომითი უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდება. მთავრობა შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს, მაგრამ დოკუმენტი ჯერჯერობით საჯარო არ არის.

რატომ გახდა საჭირო ამ კანონპროექტის შემუშავება. შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირბული რა ნორმების დაცვა მოუწევს ბიზნესს და ასევე, გააკონტროლებს თუ არა შრომის ისნპექცია დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროს ელზა ჯგერენაიას განცხადებით, შრომითი ხელშეკრულბების ინსპექტირება მომავლის საკითხია და ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას. როგორც ელზა ჯგერენაიამ “ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, მთავრობა შრომითი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.

მის შემუშავებას საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს, მაგრამ პირველ ეტაპზე მხოლოდ შრომითი უსაფრთხოების პირობების შემოწმება მოხდება, რასაც საპილოტე რეჟიმში შრომის ინსპექცია ახლაც ახორციელებს, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ რეკომენდაციის უფლება აქვს და არა – ჯარიმა-სანქციების დაკისრების.

მისი ვარაუდით, კანონპროექტის დამტკიცება სავარუდოდ, ახალ პარლამენტს უკვე 2017 წელს მოუწევს და ბიზნესს მიეცემა 1-დან 1.5 წლამდე იმისთვის, რომ დაიცვას კანონით განსაზღვრული შრომითი უსაფრთხოების მინიმალური წესები, რის შემდეგაც მიიღებენ ორჯერ გაფრთხილებას, შემდეგ კი დაეკისრებათ შესაბამისი ჯარიმები, მაგრამ ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.

როგორც ელზა ჯგერენაია ამბობს, კანონპროექტზე მუშაობისას ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ბრიტანეთის, ლატვიის და ესპანეთის სანქცირების მექანიზმებს გაეცნო. რაც შეეხება უშუალოდ შრომითი ხელშეკრულებების შემოწმების პროცესს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ეს კიდევ უფრო შორი მომავლის, მაგრამ გარდაუვალი საკითხია.

“ეს არის შემდგომი ეტაპი. შრომის ხელშეკრულებების ინსპექტირება ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ დგას დღის წესრიგში, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ტრეფიკინგის კუთხით შრომის ხელშეკრულებებს ვითხოვთ ადგილზე, რომ მოხდეს იდენტიფიცრება აქვს თუ არა დასაქმებულს წვდომა შრომით ხელშეკრულებაზე, რათა გამოირიცხოს რაიმე ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია იძულებით შრომასა და რაიმე ექსპლუატაციასთან. ამ მიზნით, შრომის ინსპექტორები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შედიან კომპანიებში და საბედნიეროდ, აქ სტატისტიკა ნულია.

რაც შეეხება უშუალოდ შრომის ხელშეკრულებების შემოწმებას, ტოტალური შემოწმება ამ ეტაპზე არ იგეგმება. მას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ შრომის ინსპექცია ბიზნესს პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაშიც ეხმარება. DCFTA-ს ფარგლებში აღებულ ვადებულებებში კონკრეტული ჩანაწერია, რომლის თანახმად, კომპანიები შრომის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ“, – განაცხადა ჯგერენაიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს „ბიზნესკონტრაქტმა“ დაუსვა კითხვა – ხომ არ დააფრთხობს ამ ვადებში ამ კანონის ამოქმედება ინვესტორებს და ხომ არ დაუკარგავს ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობას. ის ირწმუნება, რომ – არა და მაგალითად შრომის კოდექსი მოჰყავს:

“ამბობდნენ, რომ ახალი შრომის კოდექსი ინვესტიციებს შეამცირებდა, მაგრამ ასე არ მოხდა“, – აცხადებს ჯგერენაია.

“ინვესტორები და სხვათა შორის, აზიელი ინვესტორები მოდიან ჯანდაცვის სამინისტროში და აინტერესებთ, არსებობს თუ არა ინსპექტირება და მოხარულები არიან, როცა იგებენ, რომ არსებობს და სრულად ამოქმედების შემთხვევაში, მზად არიან ჩაერთონ. რატომ? – მათ იციან, რომ ევროპულ ბაზარზე წვდომისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია შრომის სტანდარტის დაცვა“, – აღნიშნა ჯგერენაიამ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა „ბიზნესკონტრაქტს“ უთხრა, სამინისტრო გეგმავს შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქართულ ბიზნესს შეახვედროს მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მენეჯერები.

პირველ ეტაპზე კი, დაგეგმილია „კოკა კოლა“ პრეზიდენტის ან გენერალური დირექტორის საქართველოში ვიზიტი.

ამასთან, მართალია, ახლა დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ როცა უკვე შრომის ინსპექტორები შრომითი ხელშეკრულებების ინსპექტირებას დაიწყებენ და ალბათ ხშირი იქნება შემთხვევა, რომ დასაქმებულს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დღეში 8 საათზე მეტ ხანს უწევს მუშაობა, როგორ მოიქცევა დამსაქმებელი – უბრალოდ, გაზრდის შტატს თუ უკვე მოქმედ თანამშრომლებს შეუმცირებს ხელფასებს, რომ ახალი კადრები დაიმატოს? ამ კითხვაზე ელზა ჯგერენაიას ასეთი პასუხი აქვს:

“ცხადია, შეიძლება, მიდგომები სხვადსახვა იყოს, მაგრამ თუ დამსაქმებელს უნდა ათი საათი ამუშაოს, ამისთვის არსებობს ზეგანაკვეთური ნორმა და ეს რეგულირდება შრომის კოდექსით. რაც შეეხება ხელფასების შემცირების საკითხს, თუ ამას მასშტაბური ხასიათი ექნება, არსებობს კოლექტიური დავის ფენომენი რომელსაც ასევე სახელმწიფო პასუხობს და ცდილობს დაეხმაროს დასაქმებულებს შრომითი მედიაცის მექანიზმით“, – აღნიშნა ელზა ჯგერენაიამ.

თემაზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები დამსაქმებელთა ასოციაციის გენერალური დირექტორი მიხეილ კორძახია და პროფკავშირის დირექტორის მოადგილე გოჩა ალექსანდრია. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ისნის რაიონში მაჟორიტარად იყრის კენჭს.

business contact

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …