შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია გაიმართა.
აქციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქვეყანაში სამედიცინო პერსონალისთვის C ჰეპატიტის სკრინინგის აქციები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.