მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიას პედიატრიული სერვისი დაემატა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიას პედიატრიული სერვისი დაემატა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიას პედიატრიული სერვისი დაემატა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებული ამბულატორია პედიატრიული ასაკის პაციენტებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

“პაციენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ პედიატრის, კარდიოლოგის, ნეფროლოგის, რევმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის ენდოკრინოლოგის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. ასევე, ჩაიტარონ მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი,”- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …