რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს დღის სტაციონარი. ამის შესახებ კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დღის სტაციონარი ითვალისწინებს სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროცედურების/მანიპულაციების ჩატარებას პაციენტის ჰოსპიტალიზაციის გარეშე:
დღის სტაციონარის სერვისები; ინტრავენური ტრანსფუზია; აღკვეთის სინდრომის მკურნალობა – დეტოქსიკაცია; ტკივილის მართვა; ქირურგიული პროცედურები.
პაციენტები წინასწარი ჩაწერით მიიღებიან.
მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდ-კლინიკიდან ჰიბრიდულ სამედიცინო დაწესებულებად გადაკეთდა, მას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და სხვადასხვა ახალი სერვისი ამოქმედდა, მათ შორის ისეთები, რომლებიც მანამდე კლინიკაში არასდროს ყოფილა.
სექტემბრიდან საავადმყოფოს ამბულატორიას პედიატრიული სერვისი დაემატა.
პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ პედიატრის, კარდიოლოგის, ნეფროლოგის, რევმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის ენდოკრინოლოგის, უროლოგის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. ასევე, ჩაიტარონ მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი.
კლინიკაში იგეგმება სამშობიარო განყოფილების ამოქმედებაც.