მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტაციონარული პედიატრიული, სხივური თერაპიის  და სხვა სერვისები ამოქმედდება
Austrian company may become manager. Winner of tender will be responsible for reestablishment, rehabilitation hospitals and training of staff.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტაციონარული პედიატრიული, სხივური თერაპიის  და სხვა სერვისები ამოქმედდება

ოქტომბრის თვიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტაციონარული პედიატრიული დეპარტამენტი გაიხსნება. პირველ ეტაპზე, მომსახურება კონსერვატიულ მკურნალობას და გადაუდებელ სერვისებს მოიცავს. საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლიანა ჭუმბურიძის განცხადებით, კლინიკის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, რომელსაც დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება, დეპარტამენტი მოიცავს აბსოლუტურად ყველა პედიატრიულ სერვისს.

მანამდე, 1 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში კლინიკის ისტორიაში პირველად, პედიატრიული ამბულატორიული დეპარტამენტი გაიხსნა.

„პედიატრიული ამბულატორიული დეპარტამენტი  მოიცავს როგორც მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას, ასევე, სრულ ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს. გარდა ამისა, პროცესში ჩართულები არიან სხვადასხვა მიმართულების პედიატრები, ენდოკრინოლოგები, უროლოგი, გასტროენტეროლოგი, ალერგოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ტრავმატოლოგი და ნევროლოგი. ფაქტობრივად, სრული სპექტრი უკვე შეკრულია, თუმცა, მომავალში ვაპირებთ სხვადასხვა მიმართულების დამატებას, ყოველდღიურად შეგვიძლია, მივიღოთ ბავშვები დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე“, – აღნიშნავს ლიანა ჭუმბურიძე.

რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო გეგმებს. როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი აცხადებს, ამ ეტაპზე საავადმყოფოს აქვს კოვიდ პედიატრიული თერაპია და ბავშვთა რეანიმაცია. თუმცა, უკვე ოქტომბრის დასაწყისიდან დაემატება არაკოვიდპედიატრიული სტაციონარული სერვისები: კონსერვატიული მკურნალობა, გეგმური და გადაუდებელი ქირურგიული მკურნალობა, ტრავმატოლოგია და სხვა.

„სრული რეაბილიტაციის შემდეგ, რომელსაც დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება, დეპარტამენტი მოიცავს აბსოლუტურად ყველა პედიატრიულ სერვისს: კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, ონკოლოგია, ნეფროლოგია და სხვა. გარდა ამისა, გვექნება სხივური თერაპიის დეპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ, რესპუბლიკური საავადმყოფოს სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი – პედიატრიული სერვისების მქონე დაწესებულება, რომელიც გათვლილი იქნება 150 საწოლზე ყველა სამედიცინო მომსახურებით, რომელიც დღესდღეობით არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ – მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ბაზარზე.“- აცხადებს ჭუმბურიძე.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …