მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » რემა ღვამიჩავა: “რობოტულ ქირურგიაში საქართველო ევროპული და ამერიკული მედიცინის სიახლეებს მიჰყვება”

რემა ღვამიჩავა: “რობოტულ ქირურგიაში საქართველო ევროპული და ამერიკული მედიცინის სიახლეებს მიჰყვება”

დღეს თბილისში ჯანდაცვის გლობალური გაერთიანების (Global Health Union), რაზეს გლობალის (Rhazes Global), კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების, საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ორგანიზაციული მხარდაჭერითა და კლინიკათა ქსელ Max Healthcare-ის მონაწილეობით ტარდება კონფერენცია სახელწოდებით „რობოტული ქირურგიისა და სხივური თერაპიის როლი სიმსივნის მკურნალობაში“.

ღონისძიებაზე რობოტულ ქირურგიასა და სხივურ თერაპიაში, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, მონაწილეობას იღებენ მოწვეული ექსპერტები.

ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე რემა ღვამიჩავა.

მისი თქმით, რობოტული ქირურგია არის 21-ე და 22-ე საუკუნის ქირურგია და საქართველო ამ მეთოდის დანერგვაში ფეხდაფეხ მიგყვება ამერიკულ და ევროპულ მედიცინას.

„ონკოლოგიური დაავადება სერიოზული პათოლოგიაა, მაგრამ ის ისევე განკურნებადია, როგორც სხვა პათოლოგია. ამასთან, ონკოლოგიური დაავადებების ეფექტიან მკურნალობაში გადამწყვეტი როლი ენიჭება როგორც ადრეულ დიაგნმოსტიკას, ისევე მკურნალობის მეთოდების დახვეწას. დღეს ონკოლოგიური პაციენტის მკურნალონა არ შემოისაზღვრება მკურნალობის ერთი მეთოდით – მაგალითად ქირურგიით ან ქიმიოთერაპიით და ესაა მკურნალობის კომბინირებული მეთოდი.

თუმცა წამყვანი მაინც ქირურგიული მეთოდი რჩება. სწორედ ქირურგიული ოპერაციების დახვეწას, ასევე მასშტაბების გაზრდას, ტრავმირების შემცირებას ემსახურება რობოტული ქირურგია. რობოტული ქირურგიის მეთოდი გულისხმობს მინიმალურ ინვაზიას ანუ მინიმალური ჭრილობით ოპერაციების გაკეთებას მაქსიმალური ეფექტიანობით. ამის ერთერთი მაგალითია ლაპარასკოპიული ქირურგია, ასევე არის სხვა სისტემები და ეს ტექნოლოგიები ყოველდღიურად უმჯობესდება. სწორედ რობოტული ქირურგია იძლევა საშუალებას გაკეთდეს დიდი მასშტაბის ოპერაციებიმ ნიმალური ჩარევით. გარდა იმისა, რომ ეს ზრდის ოპერაციის სანდოობას, ასევე მკვეთრად ამცირებს ოპერაციის შემდგომ სავადმყოფოში ყოფნის პერიოდს, შესაბამისად, მცირდება დახარჯული თანხებიც. თუმცა არ უნდა იყოს გაგებული, რომ რობოტი ადამიანის გარეშე აკეთებს ოპერაციას. ოპერაციას მართავს ქირურგი, ესაა ინსტრუმენტი, რომელსაც მართავს ქირურგი. რობოტულ ქირურგიასაც აქვს ჩვენება და რიგ შემთხვევებში ესაა შეუცვლელი, მაგალითად მცირე მენჯის შემთხვევაში,“- აღნიშნა რემა ღვამიჩავამ.

მისი თქმით, საქართველოში ეს მეთოდი დანერგილია და ვითარდება და საქართველო ამ კუთხით მიყვება ამერიკის და ევროპის წამყვან სიახლეებს, რომლებიც რობოტული ქირურგიის სფეროში პიონერები არიან.

ღვამიჩავა ამბობს, რომ ეს მეთოდები უმეტესად ახალგაზრდა ქირურგებს აქვთ დახვეწილი. ისინი უცხოეთის სხვადასხვა ცენტრში იღებენ შესაბამის გამოცდილებას, რის შემდეგაც ბრუნდებიან საქართველოში და უახლეს ტექნოლოგიებს სამშობლოში ნერგავენ.

რემა ღვამიჩავას თქმით, რობოტულ ქირურგიაში გვყავს ახალგაზრდა და შუა ასაკის ქირურგები, რომლებსაც ევროპელი ექსპერტების მიერ მიღებული აქვთ უფლება, თავად ასწავლონ ეს მეთოდები თავიანთ კოლეგებს როგორც საქართველოში ისევე სხვა ქვეყნებში.

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილში არსებულ დამოკიდებულებას რობოტული ჩარევების საფრთხის შესახებ, რემა ღვამიჩავა ამბობს, რომ მსგავსი შიშები უცოდინრობითაა გამოწვეული, რაც ბუნებრივია და ამ წარმოდგენების შეცვლა აუცილებელია.

„ესაა ახალი ტექნოლოგიები და ჩვენი მოვალეობაა, მეტად ავუხსნათ საზოგადოებას. ესაა მომავლის, 21-ე, 22-ე საუკუნის ტექნოლოგიები. 23-ე საუკუნეში ალბათ არ დაგვჭირდება ოპერაციები და ისედაც მოხდება ადამიანების მკურნალობა,“ – განაცხადა რემა ღვამიჩავა.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …