ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოტროპულ აფთიაქებში რეიდებს ახორციელებს. მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტი ხილიანის ქუჩაზე მდებარე აფთიაქში გამოვლინდა, რის გამოც ის 12 ათასი ლარით დაჯარიმდა.
ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექციის სამმართველოს უფროსის თქმით, მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაყიდვა ხილიანზე მდებარე აფთიაქში უკვე მეორედ დაფიქსირდა.