მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » რეგულირების სააგენტო: გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა

რეგულირების სააგენტო: გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია, – ამის შესახებ  ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს.

ექიმს, რომელმაც იმუნიზაცია ჩაატარა, არ აქვს აცრის ჩატარების სერტიფიკატი და ამასთან,  შარშან  გამოვლინდა მის მიერ სერტიფიკატების გაყალბების ფაქტები, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეც აღიძრა“, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ: მოქალაქეთა ნაწილის განცხადებით, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს. მათი ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ აცრაზე მისვლისას მათ ნემსი უკვე გახსნილი დახვდათ, რაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ის უკვე გამოყენებული არ იყო.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …