მთავარი » ახალი ამბები » რეგულაციის გარეშე ვერ ვახერხებთ მედიკამენტების ქვეყნის გარეთ გატანას
სწორი რეგულაციები ხელს უწყობს წარმოების განვითარებას, იმიტომ, რომ რეგულაციის გარეშე, რეალურად, ვერ ვახერხებთ ქვეყნის გარეთ გატანას მედიკამენტების.

რეგულაციის გარეშე ვერ ვახერხებთ მედიკამენტების ქვეყნის გარეთ გატანას

ეკონომიკის მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ჯი-ემ-პი-ს სტანდარტის შექმნაზე მუშაობს.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ჯი-ემ-პი-ს სტანდარტის შექმნაზე მუშაობს, რადგან აღნიშნული რეგულაციის არქონის გამო, სახელმწიფო მედიკამენტების ქვეყნის გარეთ გატანას ვერ ახერხებს.

“მედიკამენტების მწარმოებლებთან შეხვედრა გვქონდა რამდენიმე დღის წინ. დღეის მდგომარეობით, 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტებია იმპორტირებული, C ჰეპატიტის გამოკლებით. ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტი მედიკამენტების. ამ შემთხვევაში ეს არის განსხვავებული შემთხვევა, როდესაც სწორი რეგულაციები ხელს უწყობს წარმოების განვითარებას, იმიტომ, რომ ამ რეგულაციის გარეშე, რეალურად, ვერ ვახერხებთ ქვეყნის გარეთ გატანას მედიკამენტების. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ჯი-ემ-პი-ს სტანდარტის შექმნაზე, და შესაბამისად, მალე შეიქმნება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, “ჯი-ემ-პი-ს” სტანდარტის შექმნასთან დაკავშირებით მწარმოებლები კომისიის შექმნას ითხოვენ.

pia

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …