მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » რეგიონებში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-პროგრამა იწყება
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-პროგრამა

რეგიონებში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-პროგრამა იწყება

C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონებში მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგ-პროგრამას იწყებს. პროცესი მომავალი 2 კვირის განმავლობაში დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეგიონულ ლაბორატორიებში გაგრძელდება.

სამინისტრო სამედიცინი დაწესებულებებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რათა მათ 28-29 ივლისს კლინიკებში შესულ ყველა პაციენტს უფასო სკრინინგი შესთავაზონ, ინფორმაცია კი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გააცნონ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამავე ცენტრის 9 რეგიონულ ფილიალში 10 სამუშაო დღის განმავლობაში ყველა ადამიანისათვის სკრინინგი C ჰეპატიტზე ხელმისაწვდომი იქნება.

„ეს იქნება სწრაფი, მარტივი ტესტები. მოგვიანებით, სავარუდოდ, სექტემბერში მსგავსი აქცია თბილისსა და რუსთავშიც ჩატარდება“, — აღნიშნა ამირან გამყრელიძემ

medianews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …