მთავარი » ახალი ამბები » რეცეპტების სისტემა რომ უნდა არსებობდეს, ეს უდავოა
რეცეპტების სისტემა რომ უნდა არსებობდეს ეს უდავოა – უბრალოდ უნდა დაიხვეწოს“,

რეცეპტების სისტემა რომ უნდა არსებობდეს, ეს უდავოა

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა იწყება. რეფორმის ფარგლებში მოხდება პირველადი რგოლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ამ რგოლში დასაქმებული ექიმების გადამზადება. რეფორმამ დაავადებების პრევენციასა და ადრეულ სტადიაზე გამოვლენას უნდა შეუწყოს ხელი. პირველადი რგოლის რეფორმაში ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციებს საერთაშორისო კომპანია „გლობალ ალიანსი“ უწევს.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასა და ჯანდაცვისი სისტემაში არსებულ მდგომარეობას პარლამეტის წევრი შალვა შავგულიძე გამოეხმაურა.

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, რა თქმა უნდა, მივესალმები. უმჯობესი იქნება თუ ჯანდაცვის სისტემაში პრევენციას მიექცევა ყურადღება, რათა სტაციონარში ნაკლები ადამიანი მოხვდეს. მნიშვნელოვანია პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე დაიხარჯოს თანხა. ეს პრინციპი მისასალმებელია. ყველა განვითარებული ქვეყანა ასე ავითარებს ჯანდაცვის სფეროს“, –აცხადებს შავგულიძე.

მისი აზრით, რაც შეეხება წალმების რეცეპტით გაცემის საკითხს, ექიმის კონტროლის გარეშე, ურეცეპტოდ გაყიდვა არ არის გამართლებული, მაგრამ მეორეს მხრივ ეს სისტემა ისე უნდა იყოს მოწესრიგებული ისე, რომ პაციენტს არ შეექმნას დამატებითი პრობლემები.

„პაციენტებს უნდა შეეძლოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მიიღონ შესაბამისი რეცეპტები და დროულად იყიდონ წამალი. ამის ორგანიზება ახდენენ მთელ მსოფლიოში, არ იყიდება წამლების გარკვეული ჯგუფი ურეცეპტოდ, მაგრამ პაციენტებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღონ საჭირო წამალი. ჩვენთანაც სწორედ ამის ორგანიზებაა საჭირო.

ჩვენთან ასევე არის ზედმეტი ქაღალდომანია და ეს დასახვეწია. თუმცა, რეცეპტების სისტემა რომ უნდა არსებობდეს ეს უდავოა – უბრალოდ უნდა დაიხვეწოს“, – მიაჩნია დეპუტატს.

შავგულიძე ასევე მიესალმება, თუ სახელმწიფო მოახდენს ჩარევას წამლების ფასებზე იმ კუთხით, რომ სახელმწიფომ მოახდინოს სუბსიდირება გარკვეული მედიკამენტების, მაგალითად ქრონიკული დაავადებების და აუცილებლად მოსახმარ წამლებზე, რათა პაციენტებმა შეძლონ მათი უფასოდ ან დაბალი ფასით შეძენა.

ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, ფაქტობრივად ქრონიკულ დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტოზურ მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს“ – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

news.ge

 

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …