მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ერთი წელი და ერთი თვე რეცეპტების შემოღებიდან
ერთი წელი და ერთი თვე რეცეპტების შემოღებიდან

ერთი წელი და ერთი თვე რეცეპტების შემოღებიდან

რეცეპტების შემოღებიდან 13 თვე გავიდა. სისტემის მუშაობით სამინისტრო კმაყოფილია, თუმცა პრობლემის არსებობას ჯანდაცვის მინისტრიც აღიარებს.

დღეს 20/30-ის ჟურნალისტმა ექსპერიმენტი ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ აფთიაქების ნაწილი რეგულაციას არ ემორჩილება.

დავით სერგეენკო: ჩვენ სრული მოცვა არ გვაქვს, რომ ყველა აფთიაქში ნებისმიერი წამლის გაცემა ვაკონტროლოთ, მაგრამ სულ მოცვას თუ შევხედავთ ასეთი იყო ჩვენს მიერ დაფიქსირებული რამდნეიმე ასეული, სამასზე მეტი შემთხვევა, როდესაც ან ჯარიმა ან ლიცენზიის გაუქმებაც კი დაგვჭირდა. საბედნიეროდ, თუ იყო ეს სისტემური პრობლემა, გახდა ეპიზოდური და იმედი გვაქვს, რომ მინიმუმადე ჩამოვიყვანთ. ფსიქოტროპული წამლების ნულამდე ჩამოყვანას, ალბათ ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს.

კომპანია „ავერსის“ წარმომადგენლის თქმით, ამ ინიციატივით, მომხმარებლის და კომპანიის თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერი გახდა.

GDSTV

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …