მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რატომ ნიშნავენ ქართველი ექიმები ძვირად ღირებულ პრეპარატებს
ექიმები პაციენტებს ერთდროულად დღეში მისაღებად 10-მდე წამალს უწერენ. ფიქსირდება ფაქტებიც, როდესაც ანალოგებიდან შედარებით ძვირად ღირებულ პრეპარატებს ნიშნავენ.

რატომ ნიშნავენ ქართველი ექიმები ძვირად ღირებულ პრეპარატებს

რატომ ნიშნავენ ქართველი ექიმები ძვირად ღირებულ პრეპარატებს? მოსახლეობაში არსებული მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის ფონზე, ექიმების მხრიდან წამლების გადაჭარბებული რაოდენობით დანიშვნის ფაქტები ფიქსირდება.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ექიმები პაციენტებს ერთდროულად დღეში მისაღებად 10-მდე წამალს უწერენ. ფიქსირდება ფაქტებიც, როდესაც ექიმი ბაზარზე არსებული ანალოგებიდან შედარებით ძვირად ღირებულ პრეპარატებს ნიშნავს.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად სამედიცინო პერსონალის არაინფორმირებულობასა და ფარმაცევტული კომპანიების ინტერესებს უკავშირდება. ასოციაციაში პრობლემის მოგვარების მიზნით სპეციალური რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.

palitratv.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …