ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გაიოზ თალაკვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ კომენტარი გააკეთა. თალაკვაძე თანამდებობიდან წასვლას ადასტურებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო.
“ასეთი გადაწყვეტილება მივიღე უბრალოდ,” – განაცახდა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ “რუსთავი 2”-ის თვის მიცემულ ინტერვიუში.
თალაკვაძის განცხადება პრემიერმინისტრმა უკვე დააკმაყოფილა. თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2015 წლის მარტიდან მუშაობდა, მანამდე ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.