მთავარი » კვირის ინტერვიუ » რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი და რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაუკეთდეს ის ბავშვს?
პროფილაქტიკის მიზნით, მიზანშეწონილია წელიწადში 2-3-ჯერ ბავშვს გაუკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი.

რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი და რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაუკეთდეს ის ბავშვს?

პროფილაქტიკის მიზნით, მიზანშეწონილია წელიწადში 2-3-ჯერ ბავშვს გაუკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი.

ეს არის კვლევა, რომელის მიხედვითაც იქმნება ზოგადი წარმოდგენა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სისხლის საერთო ანალიზში მოყვანილი სხვადასხვა მაჩვენებელი მიგვითითებს იმ ნიშნებზე, რომელთაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება.

რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი? ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ექიმი-ლაბორანტი, ლაბორატორიული განყოფილების გამგე, ეკა კემუხტაშვილი გვესაუბრება.

სისხლის საერთო ანალიზი გვიჩვენებს.

  • ერითროციტების რაოდენობას – ერითროციტების მთავარ ფუნქციას განაპირობებს ცილა ჰემოგლობინის შემცველობა, რომელსაც ჟანგბადი -ფილტვებიდან ქსოვილებამდე, ხოლო ნახშირორჟანგი ქსოვილებიდან ფილტვებამდე მიაქვს. ერითროციტები მონაწილეობენ ორგანიზმში მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაში. ერითროციტებს მთავარი როლი აკისრიათ საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან ქსოვილებამდე ამინმჟავების ტრანსპორტირებაში.
  • ერითროციტების დალექვის სიჩქარეს (ედს), იგივე “როე”-ს – ერითროციტები არის სისხლის წითელი უჯრედები. მისი დალექვის სიჩქარის მაჩვენებელი კი ასახავს სისხლის ფიზიკური და ქიმიური თვისებების ცვლილებებს. სპეციალისტები სპეციალურ პიპეტში მოთავსებულ სისხლს ერთი საათის განმავლობაში აკვირდებიან და გამოთავისუფლებული პლაზმის სიდიდის მიხედვით ადგენენ მისი დალექვის სიჩქარეს.
  •  ჰემოგლობინის შემცველობას სისხლში – ჰემოგლობინი სისხლის წითელი პიგმენტია, რომელიც ერითროციტებს მათი ფუნქციის შესრულებაში – ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, თითოეულ უჯრედამდე მის მიტანაში ეხმარება.
  •  ლეიკოციტების რაოდენობას – ლეიკოციტები ორგანიზმს ინფექციისგან იცავენ. ისინი აქტიურად ებრძვიან ვირუსებს, ბაქტერიებსა და სხვა მიკროორგანიზმებს. მისი მომატება სისხლში მიგვითითებს, რომ ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.
  • ფერადობის მაჩვენებელი განსაზღვრავს ჰემოგლობინის საშუალო შემცველობას ერთ ერითროციტში.
    პერიფერიულ სისხლის ანალიზში ასევე განისაზღვრება სისხლის მორფოლოგიური ელემენტები – ლეიკოციტური ფორმულა.

ლეიკოციტების ძირითად ტიპს შეადგენენ ნეიტროფილები, ლიმფოციტები, მონოციტები, ეოზინოფილები და ბაზოფილები.

mshoblebi

– რისი ბრალი შეიძლება იყოს სისხლის ანალიზში მომატებული ან დაქვეითებული ნეიტროფილები?  

– ნეიტროფილების მომატება შესაძლებელია იყოს ცრუ – ტირილის, აღზნების, ფიზიკური დატვირთვის ფონზე გამოწვეული და ჭეშმარიტი, ანუ – პათოლოგიური – სხვადასხვა ინფექციური და ანთებითი დაავადების დროს. ნეიტროფილების ნაკლებობა ვლინდება ტიფის, ბრუცელოზის, მალარიის, ვირუსული გრიპის, წითელას წუთურას, ჰეპატიტების დროს.

–  სისხლის ანალიზში მომატებული ან დაქვეითებული ეოზინოფილები რას მიანიშნებს?  

– ეოზინოფილების რაოდენობის მომატება გვხვდება ალერგიული დაავადებების, ბრონქული ასთმის, კვინკეს შეშუპების დროს. ეოზინოფილების რაოდენობის მომატება სისხლში შესაძლოა იყოს ორგანიზმში პარაზიტების (ასკარდიოზი, ფასციოლოზი, ექინოკოკი და სხვა) არსებობის მიზეზიც. ეოზინოფილების რაოდენობის შემცირება კი აღინიშნება ისეთი რთული ინფექციის დროს, როგორებიცაა ტუპერკულიოზის მძიმე ფრომა, სეფსისი და სხვ.

– რისი ბრალი შეიძლება იყოს სისხლის ანალიზში მომატებული ან დაქვეითებული მონოციტები?  

– მონოციტების რაოდენობის მატება ხშირია მწვავე მონონუკლეოზის, წითელა, ყივანახველა, ინფექციური პაროტიტის, ქრონიკური ინფექციური ტუბერკულიოზის, ათაშანგის და ბრუცელოზის დროს. მონოციტების რაოდენობის შემცირება კი შესაძლებელია იყოს ძვლის ტვინის დაზიანების მანიშნებელი.

 სისხლის ანალიზში მომატებული ან დაქვეითებული ბაზოფილები რას ნიშნავს?  

– ბაზოფილია, ანუ ბაზოფილების მომატება აღინიშნება მძიმე ანემიის, ლეიკოზის, სპლენექტომიის დროს. მისი ნაკლებობა გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების და სტრესის დროს.

სისხლის ანალიზი ერთ-ერთი პირველი კვლევაა იმისთვის, რომ მივიღოთ ორგანიზმის ჯანრმთელობის მდგომარეობის პირველი სურათი და შემდეგ ამის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ.

mshoblebi.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …