მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რას ფიქრობენ დაგეგმილ რეგულაციებზე ფსიქოტროპული აფთიაქები?
რას ფიქრობენ დაგეგმილ რეგულაციებზე ფსიქოტროპული აფთიაქები?

რას ფიქრობენ დაგეგმილ რეგულაციებზე ფსიქოტროპული აფთიაქები?

კანონდამრღვევი ფსიქოტროპული აფთიაქებისთვის ნებართვის გაცემა მკაცრდება. თუ დღეს სამინისტროს არ გააჩნია ბერკეტი, რომ კანონდამრღვევ აფთიაქს ახალი ლიცენზიის აღებაზე უარი უთხრას, მომავალში ეს შესაძლებელი იქნება.

ასევე, წესდება ფსიქოტროპული აფთიაქებისზღვრული რაოდენობა. ახალი რეგულაციით,აფთიაქები გეოგრაფიული დადემოგრაფიული მონაცემებისგათვალისწინებით განთავსდება.

შესაბამის ცვლილებებზე სამინისტრო რამდენიმე უწყებასთან ერთად მუშაობს.

როგორ აფასებენ დაგეგმილ ცვილებებს თავად ფსიქოტროპული აფთიაქები და რა შენიშვნები აქვთ მათ სამინისტროსთან? „კომერსანტი“ რამდენიმე დაწესებულებას დაუკავშირდა.

ფსიქოტროპულ აფთიაქ „ჯიპიემში“ „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ სამართალდამრღვევი აფთიაქებისთვის ბარიერების შექმნას მიესალმებიან, თუმცა, აფთიაქების ზღვრული ოდენობის დაწესება არასწორია.

აფთიაქის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ რეგულაციები დაწესდება, ის ყველას უნდა შეეხოს და მხოლოდ ერთ მიმართულებაზე არ უნდა გავრცელდეს. ფსიქოტროპულ აფთიაქებზე ზღვრული ოდენობის დაწესებას „ჯიპიემში“ მცირე ბიზნესთან ბრძოლად აფასებენ.

„მაშინ უნდა დავაწესოთ ისიც, რამდენი სუპერმარკეტი და ჯიხური უნდა იყოს. ეს არის მცირე ბიზნესთან ბრძოლა.

თუ რამე დარღვევას აკეთებს რომელიმე აფთიაქი, უნდა დაისაჯოს. თუ არადა ყველას თავისუფალი უფლება უნდა ჰქონდეს, სადაც უნდა იქ გახსნას აფთიაქი. თუ ერთისთვის შეიძლება ბიზნესი, უნდა შეიძლებოდეს ყველასთვის. წებოს რომ ყიდიან მაღაზიებში, ბავშვები არ იწამლავენ ამითი თავებს? მაშინ ამას რატომ არ არეგულირებენ? რატომ არ ზღუდავენ?“,- აცხადებს აფთიაქის წარმომადგენელი.

რაც შეეხება მეორე რეგულაციას, რომელიც კანონდამრღვევი ფსიქოტროპული აფთიაქებისთვის ნებართვის გაცემის გამკაცრებას გულისხმობს, აფთიაქში აცხადებენ, რომ ეს სწორია, რადგანაც კანონდამრღვევი აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს და მას ახალი ლიცენზიის აღება მარტივად აღარ უნდა შეეძლოს.

რაც შეეხება წამლების რეცეპტით გაყიდვას, ეს რეგულაცია ფსიქოტროპული აფთიაქის წარმომადგენელს მოსწონს, თუმცა, ამბობს, რომ სისტემა დასახვეწია.

„ურეცეპტოდ გაცემა იცით რატომ ხდება? დღეს წამლის  რეცეპტით ასაღებად ექიმთან წასვლაა საჭირო, იმ რეცეპტს აქვს 2 კვირა ვადა. იმ 2 კვირაში შეიძლება ის თანხა არ ჰქონდეს ადამიანს და დარჩეს ისევ ურეცეპტოდ. ადრე იყო, რომ რეცეპტის ნაწილის შენახვა შეიძლებოდა.

ახლა თუ გამოწერილი აქვს 50 აბი, 10 აბის ფული აქვს ავადმყოფს, უნდა დარჩეს წამლის დიდი ნაწილის გარეშე. შემდეგ, ახლიდან უნდა წავიდეს და დახარჯოს დრო და ფული ახალი რეცეპტის ასაღებად. ეს საკითხი არის მოსაგვარებელი“,- აცხადებს ფსქოტროპული აფთიაქის წარმომადგენელი „კომერსანტთან“  საუბრისას.

ფსიქოტროპულ აფთიაქ „თამფარმას“ წარმომადგენელი კი აფთიაქების რაოდენობაზე ზღვარის დაწესებას ემხრობა. აფთიაქში აცხადებენ, რომ მსგავსი რეგულაცია საზღვარგარეთაც არსებობს და აფთიაქები ერთმანეთის მიყოლებით არ ფუნქციონირებს.

„მიყოლებით ფსიქოტროპული აფთიაქების გახსნა არ შეიძლება, არ არის ნორმალური. უბრალოდ, არ არის ამდენი საჭირო, რადფგანაც არ არის ამდენი მომხმარებელი. არც ჩვეულებრივი აფთიაქია ამ რაოდენობით საჭირო. უნდა იყოს რაღაც კრიტერიუმები“,- აცხადებს აფთიაქის წარმომადგენელი.

რაც შეეხება ლიცენზიის გაცემას ერთსა და იმავე კანონდამრღვევ პირზე, აფთიაქის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ესეც სწორი რეგულაციაა, თუმცა, სავარაუდოდ სამინისტროს გაუჭირდება დამტკიცება, რომ ახალი ნებართვის ასაღებად მოსული პირი ძველი, კანონდამრღვევი აფთიაქის მეპატრონეა.

აფთიაქში აცხადებენ, რომ  წამლების ურეცეპტოდ გაცემა ძირითადად იმის გამო ხდება, რომ მოსახლეობას ახალი რეცეპტის ასაღებად დრო და ფული არ გააჩნია. „თამფარმში“ აცხადებენ, რომ დღეს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა აღარ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნარკომანიის პრობლემა გადაიჭრა. აფთიაქში აცხადებენ, რომ წამლებმა, რომლებიც ნარკოტიკული თრობისთვის გამოიყენება, შავ ბაზარზე გადაინაცვლა, სადაც 20-ჯერ უფრო ძვირად იყიდება. 

„ჩემთან მოდიან  და ისევ იმავე რაოდენობით მიაქვთ ინსულინის ნემსები. ნარკომიანია არ მოისპო ამით, ის ნარკომანი არსად არ წასულა,  ის წავიდა შავ ბაზარზე, სადაც ფასები 1-ჯერ და 20-ჯერ მაღალია“,- აცხადებენ აფთიაქში.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …