მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რამაზ საყვარელიძე – შეიძლება რამდენიმე ექიმს მიმართო და ყველამ სხვადასხვა დიაგნოზი დაგისვას
რამაზ საყვარელიძე ყურადღებას ამახვილებს ექიმების კვალიფიკაციაზე და ამბობს, რომ ქართველ ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმა უჭირთ.

რამაზ საყვარელიძე – შეიძლება რამდენიმე ექიმს მიმართო და ყველამ სხვადასხვა დიაგნოზი დაგისვას

ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და jandacva.ge-ის გამოკითხვას გლობალური ალიანსის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის ,,რა გაწუხებთ“ პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე შეუერთდა.

მისი თქმით, მედიკამენტების სიძვირე არის ჯანდაცვის კუთხით, ერთერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც წლებია ვერაფერი ეშველა. საყვარელიძე ყურადღებას ამახვილებს ექიმების კვალიფიკაციაზეც და ამბობს, რომ ქართველ ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმა უჭირთ. შეიძლება რამდენიმე ექიმი მოიარო და ყველამ სხვადასხვა პასუხი გითხრას. ეს კი პაციენტის დაბნეულობას იწვევს.

გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …