მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რაკლი ღარიბაშვილი: თურქეთიდან შემოსული წამლები უკვე ხელმისაწვდომია აფთიაქებში

რაკლი ღარიბაშვილი: თურქეთიდან შემოსული წამლები უკვე ხელმისაწვდომია აფთიაქებში

თურქეთიდან წამლები უკვე შემოსულია საქართველოში და ხელმისაწვდომია აფთიაქებში, იყიდება ყველაზე მოთხოვნადი რამდენიმე დასახელების წამალი, მედიკამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უმეტეს შემთხევევაში, ფასები მედიკამენტებზე შემცირებულია 60-დან 80 პროცენტით.

„მოგეხსენებათ, დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ JMP-ის სტანდარტის წამლები შემოვიდოდა. წამლები უკვე შემოსულია საქართველოში და ხელმისაწვდომია აფთიაქებში, იყიდება რამდენიმე დასახელების წამალი, მედიკამენტი. ყველაზე მოთხოვნადი წამალი. ღღეს უკვე ყველაზე მოთხოვნადი წამალი რაც არის, მაგალითად, გულ სისლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ იყო მანამდე 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში, 60-დან 80 პროცენტით არის შემცირებული ფასები მედიკამენტებზე და როგორც მინიმუმ, განახევრებულია ფასები, რაც ძალიან გვახარებს.

მინდა, მინისტრ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო, ამ პროცესში ჩართული იყო და აქტიურად იმუშავა. ათეულობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტის რეგისტრაციისთვის სამინისტროში განაცხადია შეტანილი, რათა დროულად მოხდეს ყველა წამლის ჩანაცვლება, რომ მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი უფრო იაფიანი წამლის შესაძენად. რაც მთავარია, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი და ეს არის მიღწეული.

ამჟამად, მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ადგილზე წარმოებული და შემოტანილი წამალი იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ამ პროცესს ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …