მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ქვეყანაში უნდა არსებობდეს სტანდარტი, რომელსაც ბაზარზე შემოსული ყველა მედიკამენტი დაკმაყოფილებს
მთელი მსოფლიო შეთანხმდა რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე დიდი რესურსი წამალში და რომ ბრენდების ჯენერიკებით ჩანაცვლება დიდ დანაზოგს უკეთებს სისტემას.

ქვეყანაში უნდა არსებობდეს სტანდარტი, რომელსაც ბაზარზე შემოსული ყველა მედიკამენტი დაკმაყოფილებს

ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხსს აფასებს ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე. ტურძილაძე ასევე მედიკამენტების ფასზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ქართული ბაზარი მეტწილად  დაბალფასიანი მედიკამენტების მომხმარებელია, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ საქართველო იყოს დაბალხარისხიანი მედიკამენტების გასაღების ბაზარი.

„სარეგულაციო ინსტრუმენტების შესამუშავებლად უპირველესად უნდა იყოს გათვლილი, თუ რა მოცემულობისაა თავად ქვეყანა. რეალობა კი არის შემდეგი, – ქართული ბაზარი არის იაფი წამლის მომხმარებელი, ქართულ ბაზარს არ შეუძლია ძვირადღირებული ბრენდები მოიხმაროს, გასაგები მიზეზების გამო. ქართულ ბაზარზე უნდა იყოს მზაობა, რათა იაფი წამლებიდან მოხდეს ეფექტურის შერჩევა.

აქ, რა თქმა უნდა, საუბარია გენერიულ მედიკამენტებზე, გენერიული მედიკამენტები რომელიც საქართველოში შემოდის და მომავალშიც შემოვა, ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა, ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალი საიდანაც ხდება საქართველოში მედიკამენტების შემოდინება.

არ არსებობს რომელიმე სხვა ინსტრუმენტი რომელიც შეაკავებს რომელიმე ქვეყნიდან მედიკამენტების შემოდინებას, გარდა იმისა, რომ საქართველოში არსებობდეს დადგენილი სტანდარტი რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა და მედიკამენტი რომელსაც საქართველოს ბაზარზე შემოსვლა უნდა.

ხარისხის კონტროლი არის მხოლოდ მცირე ტესტირება იმისა, რომ შეფასდეს ესა თუ ის პროდუქტი არის თუ არა სტანდარტის შესაბამისი. მთავარი პარამეტრები, რითიც წამალი უნდა შეფასდეს, ეს არის მისი ეფექტურობა, ეფექტურობის დათვლისთვის არის ბიოექვალენტურობა და ბიოშეღწევადობა“, – აცხადებს ტურძილაძე.

„ჩვენ გვესაჭიროება ეს სტანდარტი, დღეს ჩვენს რეგულაციაში არ არის ბიოექვალენტურობის და ბიოშეღწევადობის პარამეტრები რეგლამენტირებული. ნებისმიერი წამალი, რომელიც  კვლავწარმოებულია და იგივე ფორმულით შეიძლება საქართველოში შემოვიდეს, როგორც გენერიული მედიკამენტი, ეს უკვე არის ფუნდამენტური დარღვევა.

აქედან გამომდინარე ჩვენ რომ მკურნალობისას ხარჯები გვეზრდება, ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რაც ზემოთ ვახსენე, ვინაიდან წამალი არ არის იმ ეფექტურობის რა ეფექტურობისაც უნდა იყოს“, – მიაჩნია ტურძილაძეს.

ტურძილაძე ამბობს, რომ  ქვეყნის მდგომარეობა გასათვალისწინებელია და სწორედ ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ზედმეტად ფულის ხარჯვის ფუფუნება. სახსრები უნდა მოვიხმაროთ რაციონალურად. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა მოვიხმაროთ მხოლოდ მაღალი ბიოექვალენტურობის მედიკამენტი“, – განაცხადა ტურძილაძემ და დასძინა, რომ ახალი რეგულაციების შემოღებისას საჭიროა ძალიან დიდი ყურადღება.

„დღეს სიტუაცია არ დგას ისე, რომ რომელიმე ერთი ინსტრუმენტი ან რეგულაცია შევცვალოთ და მან მოგვიგვაროს ყველა პრობლემა. აქ საუბარია რაგულაციების ნაკრებზე, თუ ერთი ინსტრუმენტიც კი ამოვარდა. ეს უკვე პრობლემაა.

მთავარია ახალი რეგულაციების მომზადებისას შეიქმნას ვალიდური მეთოდოლოგიები და არა საეჭვო ბარიერები. ეს ორი ძალიან ახლოს დგას ერთმანერთთან და სწორედ აქ გვჭირდება მეტი ყურადღება და ჯანსაღი ოპონირება, რომ საეჭვო ბარიერები კი არ მივიღოთ საბოლოო ჯამში, არამედ ჯანსაღი ვალიდური მეთოდოლოგიები“, – მიაჩნია თინა ტურძილაძეს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …