მთავარი » კვირის ინტერვიუ » ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება ჯენერიკების მიმართ ნდობას გაზრდის
დერმატოლოგმა ნათია თარგამაძემ მედიკამენტების ფასებზე ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა პრეპარატების გაძვირებასთან დაკავშირებით.

ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება ჯენერიკების მიმართ ნდობას გაზრდის

ჯანდაცვის სამინისტროს მერ შემუშავებული უახლესი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა კლინიკა ,,ხარება’’–ს დერმატოლოგმა ნათია თარგამაძემ.

ექიმმა ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ექიმა კომენტარი გააკეთა ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევაზე და განაცხადა, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, ერთმა ექიმმა შეითავსოს ყველა ვიწრო სპეციალისტის მიმართულება:

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის წინ წამოწევა ნამდვილად, მნიშვნელოვანია და მივესალმები, მაგრამ აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც. კონკრეტულად, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებსთან დაკავშირებით, მინდა ავღნიშნო, რომ იგი ზედმეტად ერევა ისეთ საკითხებში, რაც წესით ვიწრო სპეცილაისტის გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი უნდა იყოს.

ოჯახის ექიმი ხშირად ისეთ დაავადებაზე იწყებს მკურნალობას, სადაც მისი კომპეტენცია არ არის საკმარისი და შესაძლოა მისმა არასწორმა მკურნალობამ სავალალო შედეგებამდეც კი მიგვიყვანოს. არასწორი დიაგნოზის შედეგად ხდება არასწორი მკურნალობა, აქედან გამომდინარე, პაციენტი კლინიკაში მისვლის დროს თუ დაავადების საწყის ეტაპზე იმყოფებოდა, რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ, სიტუაციის დასტაბილურების ნაცვლად, ვიღებთ უარეს მდგომარეობას“.

რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ექიმი იწონებს და პაციენტების კეთილგანწყობაზე საუბრობს:

„პროგრამის დახმარებით, ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა მიეცა ანალიზები უფასოდ ჩაიტაროს, გარდა ამისა, გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციები არის სრულიად უფასო გაიკეთოს. ვფიქრობ, ეს ძლიან დიდი შეღავათი და დიდი შვებაა ქართველი ხალხისთვის’’.

ნათია თარგამაძემ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა პრეპარატების გაძვირებასთან დაკავშირებით.

,,მედიკამენტები დღითიდღე ძვირდება. ანტიბიოტიკებზე ფასმა ისე მოიმატა, რომ დაბალშემოსავლიანი ადამიანისთვის შეუძლებელი გახდა მისი შეძენა. ვიმედოვნებ, შექმნილი პრობლემა მალე დარეგულირდება,“ – აღნიშნა დერმატოლოგმა და ჯანდაცვის სამინსიტროს ინიციატივა, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების თაობაზე, დადებითად შეაფასა:

“თუ ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება, მაშინ ჯენერიკების მიმართ ნდობა მოიმატებს და მედიკამენტების ფასს ბაზარზე დააბალანსებს“.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …