მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ქუთაისში მედიკამენტების გაძვირებას აპროტესტებენ

ქუთაისში მედიკამენტების გაძვირებას აპროტესტებენ

მედიკამენტების გაძვირების ფაქტს ქუთაისში აქციით პასუხობენ. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სააფთიაქო ქსელ „ავერსთან“ აქცია გამართეს და ხელისუფლება დიდი კომპანიების ლობირებაში დაადანაშაულეს.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია აცხადებს, სააფთიაქო ბაზარზე მონოპოლია მხოლოდ სამ კომპანიას აქვს, რის გამოც წამლების თვითნებური გაძვირება ხდება.

„მედიკამენტების გაძვირების მეორე ტალღა დაიწყო და ამ ყველაფრის უკან „ავერსი”, „PSP” და „ჯი პი სი“ დგანან, რომლებიც მაღალჩინოსნების ლობირებით სარგებლობენ. სწორედ ამის გამო ამ კომპანიებს აქვთ მონოპოლია, ამ ყველაფრით კი მცირე აფთიაქები კოტრდებიან.

ქვეყნის ღალატია, ის რომ „ავერსის“ მიერ გამოშვებული წამლები აზერბაიჯანსა და სომხეთში უფრო იაფი ღირს, ვიდე საქართველოში. პუტინს მოუწოდებენ, საქართველო უყვარდეს, ამ დროს კი ქართველები აიძულებენ თანამოქალაქებს ლუკმა პურისთვის უცხოეთში გადაიხვეწონ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააკონტროლოს ბაზარი, რათა ფასების ზრდა კიდევ არ გაგრძელდეს, თორემ ეს ხელისუფლებაც წინა ხელისუფლების მსგავსად დაასრულებს“,-აღნიშნავს გოგი წულაია.

მისივე განცხადებით, დღეს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართება აქცია, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული მონოპოლიის წინააღმდეგ ბრძოლაა.

newpress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …