მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ქართული წარმოების სამედიცინო მასალა ევროპის ქვეყნებში გაიყიდება

ქართული წარმოების სამედიცინო მასალა ევროპის ქვეყნებში გაიყიდება

“დოქტორ გუდსი” – პირველი ქართული სამედიცინო მასალების საწარმოა, რომელიც 15-18 ნოემბერს მსოფლიოს უმსხვილეს სამედიცინო მასალებისა და ტექნიკის გამოფენა Medica Düsseldorf-ზე საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი.

გამოფენის განმავლობაში კომპანიამ 150-ზე მეტ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიასთან გამართა შეხვედრა. შედეგად, ხელი მოეწერა სადისტრიბუციო კონტრაქტებს პოლონეთის, ლიეტუვის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და საბერძნეთის უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიებთან.

„დოქტორ გუდსი“ 2019 წელს შეიქმნა და 2021 წელს სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც სესხის უზრუნველყოფას გულისხმობს, მნიშვნელოვნად გაფართოვდა. კომპანიას აქვს უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO 13 485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.

 

 

საწარმო სამედიცინო სექტორს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ყველა ტიპის საოპერაციო ნაკრებს და პერსონალური დაცვის საშუალებებს, კარდიოვასკურალურ ნაკრებებს (ზეწარი წებოვანი ლენტით, საოპერაციო მაგიდის გადასაფარებელი, ქირურგიული ხალათი სრული დაცვით და სხვა), ასევე ართროსკოპიულ ნაკრებს, ბიოუსაფრთხოების კომბინიზონებს, სხვადასხვა სახის ქირურგიულ ხალათებს და ა.შ.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …