თბილისი (BPI) – ქართული მედიკამენტებზე საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება. გაიზარდა სამკურნალო საშუალებების წილი მთლიან ექსპორტშიც და 5,8%–ს მიაღწია.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში აისში უცხოეთის ბაზრებზე 84,5 მლნ დოლარის მედიკამენტები გავიდა.საქართველოდან 2014 წლის იანვარ-აგვისტოში 59,5 მლნ დოლარის სამკურნალო საშუალებებია ექსპორტირებული
მედიკამენტები ქართული ექსპორტის წამყვან ათეულში მეხუთე პოზიციაზეა.
2014 წლის 8 თვეში სამკურნალო საშუალებების წილი კი საექსპორტო პროდუქციაში 3,1%–ს შეადგენდა.