სოციალური საწარმო etli.ge ასორტიმენტს აფართოებს. უახლოეს პერიოდში წარმოებაში აბაზანაში გამოსაყენებელი ეტლები ჩაეშვება.
როგორც „ბიზნესპარტნიოთან“ etli.ge -ის დირექტორი, გიორგი ძნელაძე აცხადებს, ახალ პროდუქტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ის რეალიზაციაში მიმდინარე წელს იქნება.
დღეისთვის კომპანია შშმ პირებისთვის გათვლილ 2 ტიპის მექანიკურ და 2 ტიპის ელექტრო ეტლებს ამზადებს. გარდა გორგოლაჭებიანი სავარძლებისა, etli.ge შშმ პირების საჭირობებზე მორგებულ სხვა ინვენტარსაც ქმნის. იქნება ეს პორტატული პანდუსები, პერსონალური ამწეები, თუ სხვა.
ცობისთვის, ამიერკავკასიაში ერთადერთი ეტლების საწარმო უკვე მე-14 წელია ოპერირებს. etli.ge -ში ჯამში 30-მდე ადამიანს ასაქმებს, რომელთაგან უმეტესობა ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირია.
business-partner.ge