მემარცხენე ალიანსის ლიდერი კახა ძაგანია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომაპანია ჰუმანითი-ჯორჯიას გამოჩენას გამოეხმაურა და დღევანდელი ბაზარი შეაფასა:
„საქართველოში ფარმაცევტული პოლიტიკა მოუწესრიგებელია, რადგან ჯერ კიდევ არსებობს მონოპოლიები. შეიძლება სხვა მიმართულებით რაიმე წინსვლა არის, თუმცა ამ მხრივ სიტუაცია არ შეცვლილა. უნდა განვითარდეს ფარმა ბაზარი, რაც აუცილებლად აისახება ფასებზე. აბსოლუტურად არ კონტროლდება ფასნამატი, მომხმარებელმა შესაძლოა კონკრეტული მედიკამენტი სხავდასხვა აფთიაქში განსხვავებულ ფასად შიეძინოს.
ინდოეთში წარმოებული მედიკამენტების მიმართ არ არის ჩვენს საზოგადოებაში მაღალი სანდოობა. გარდა ამისა, განსხვავებული შეხედულებებია ჯენერიკ მედიკამენტების მიმართაც. ეს ინფორმაციულობის დაბალი დონით აიხსნება. მომხმარებელმა არ იცი რა არის ჯენერიკი.
არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი, თუმცა ზოგადად კი, მივესალმები ბაზარზე რაც მეტი ფარმაცევტული კომპანია იქნება, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე ფასები დაბლა დაიწევს. ამასთან, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება. მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი კი სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს“.
კომპანია ჰუმანითი-ჯორჯიას დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი-ჯორჯია ახალ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში მალე შემოვა.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
„ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა.
ჰუმანითი-ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.
კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე გამოეხმურა ჯენერიკ მედიკამენტების სპექტრის გაფართოების ინიციატივას და აღნიშნა, რომ ჯენერიკები მთელ მსოფლიოში ყიდება. როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. მათი ერთ–ერთი დადებითი მხარე მისი ფასია.
„ჯენერიკი ფარმაცევტულ ბაზარს შედარებით აიაფებს და კონკურენციის გაზრდას უწყობს ხელს. რაც უფრო მეტი მოთამაშეა ბაზარზე, მით უფრო მოგებული რჩება მომხმარებელი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინშიც წერია, რომ ჯენერიკების მოხმარება მისაღები და კარგი, ასევე აპრობირებულია მსოფლიოში.
შესაბამისად, ახალი კომპანიის ჰუმანითი-ჯორჯიას გამოჩენა ბაზარზე მისასალმებელია. ჯენერიკების ფართო სპექტრი ბაზარზე აუცილებელია, მომხმარებლისთვის ეს შეღავათი იქნება და მივესალმები ასეთ რეალობას. ბაზარზე უნდა იყოს ბევრი მოთამაშე, ეს აქსიომაა“.
,,ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი“ ირინა ჭელიძე გამოეხმაურა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას და ფაქტი დადებითად შეაფასა:
„შევხვდი ჰუმანითი-ჯორჯიას პრეზიდენტს. ირკვევა, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ პრეპარატების ფართო სპექტრს წარმოადგენენ და ძირთადად, ინდოეთში წარმოებულ მედიკამენტებს შემოგვთავაზებენ“.
ირინა ჭელიძემ დღევანდელი ქართული ფარმაცევტული ბაზარიც შეაფასა და მოსალოდნელ კონკურენციაზეც ისაუბრა:
„დღეს, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არის რამდენიმე ძლიერი მოთამაშე და ვიქრობ, ძალიან რთული იქნება მათთვის ახალი კომპანიის მიერ კონკურენციის გაწევა, მიმაჩნია, რომ ახალი კომპანია თავისი მარკეტინგული სვლით უნდა შემოვიდეს ბაზარზე. ზოგადად ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარზე ცოცხალი პროცესია და აუცილებელიც არის.
ბუნებრივია, რომ რომელიმე მოთამაშე შეიძლება გავიდეს, რომელიმე შემოვიდეს და ა.შ. საქართველოში მონოპოლია გამორიცხულია. რადგან გაადვილებულია ბიზნესის წამოწყება და ყველა სახის იმპორტი შეიძლება გაკეთდეს. თუმცა, ყველაზე სავალალო ის გახლავთ, რომ საქართველოში შემოტანილი მედიკამენტები სათანადოდ არ მოწმდება.
გამოსავლის ძიება სახელმწიფოს პრეროგატივაა. უნდა შექმნას ისეთი ლაბორატორია, რომელიც გააკონტროლებს იმპორტირებულ მედიკამენტებს. რეგისტრაცია ისეთია ჩვენთან, რომელზეც დაყრდნობით პროდუქციის იდენტურობა არანაირად არ დასტურდება.
მაგალითად, წამალი არის წარმოებული უნგრეთში, მაგრამ ჩენთან შემოდის ჩეხეთიდან. დისტრიბუტორის ვინაობა საიდუმლოა. ამას კანონი არეგულირებს, რომ კონფიდენციალური იყოს. როდესაც წამალს არ ახლავს დოკუმენტი რომელიც არადსტურებს მის აუთენტურობას, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვართ დაზღვეულები საეჭვო პროდუქციისგან.
ზოგადად, როდესაც ვსაუბერობთ წამლის ეფექტიანობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოექვივალენტურობაა. არ აქვს დიდი მნიშვნელობა მწარმოებელ ქვეყანას, მთავარი სწორედ ბიოექვივალენტობა და მისი სწორად დადგენაა.მიმაჩნია, რომ თუ გამკაცრდება წამლის ხარისხის კონტროლი, ეს ფასზეც აისახება. შესაბმისად, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაც გაიზრდება“.