მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პსპ წლის რჩეულ ფარმაცევტულ ბრენდად მეთერთმეტედ დასახელდა
2016 წლის 22 აპრილს, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერია”-ში დაჯილდოვებულ კომპანიებს შორის პსპ უკვე მეთერთმეტედ დასახელდა წლის რჩეულ ფარმაცევტულ ბრენდად.

პსპ წლის რჩეულ ფარმაცევტულ ბრენდად მეთერთმეტედ დასახელდა

2016 წლის 22 აპრილს, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერია”-ში Global Idea-მ და გაზეთმა The FINANCIAL-მა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მხარდაჭერით 2015 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ყოველწლიური, რიგით მეთერთმეტე ცერემონია გამართა.

დაჯილდოვებულ კომპანიებს შორის ”პსპ” უკვე მეთერთმეტედ დასახელდა წლის რჩეულ ფარმაცევტულ ბრენდად.

“ჩვენი კომპანია 22 წელია მომხმარებლის ინტერესსა და კმაყოფილებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ექსპერტებისა და მომხმარებლის მიერ ჩვენი კომპანიის საუკეთესოდ ბრენდად აღიარება სტიმული და პასუხისმგებლობაა.  ჩვენ მომავალშიც შევთავაზებთ ბევრ საინტერესო და ინოვაციური პროექტს ჩვენს მომხმარებელს,” – აცხადებენ პსპ-ში.

”ოქროს ბრენდს” 200-მდე ექსპერტი  ავლენს და ის კომპანიები ჯილდოვდება, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.

for.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …