თბილისი (GBC) – კომპანია PSP სააფთიაქო ქსელის გაფართოებას მეზობელ ქვეყნებში გეგმავს.
მენეჯმენტის ცნობით, ამ ეტაპზე მიმიდნარეობს მოლაპარაკებები სომხეთის არსებულ სააფთიაქო ქსელებთან, მაგრამ არ გამოირიცხება სრულიად ახალი სააფთიაქო ქსელის შემქნის იდეაც.
„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სომხეთში არსებულ სააფთიაქო ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, პარალელურად განვიხილავთ სრულიად ახალი სააფთიქო ქსელის შექმნის იდეას, რომელიც ისევე, როგორც პსპ-აფთიაქის ქსელი, ორიენტირებული იქნება მომხმარებლის კმაყოფილებაზე, ამჯერად სომეხი მომხმარებლის“- აცხადებენ პსპ-ში.
აღსანიშნავია, რომ კომპანია PSP საქართველოში უკვე 20 წელია წარმატებულად ოპერირებს. მის პორტფელშია მსხვილი სააფთიაქო ქსელი, მრავალპროფილური წამაყვანი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალი”, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხანა GMP, ასევე სადაზღვევო კომპანია.