მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » PSP-ში ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები შემცირდა
ლარის კურსის გამყარებისა და დასტაბილურების შემთხვევაში, ფასების შემცირება მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება - აცხადებენ პსპ-ში.

PSP-ში ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები შემცირდა

დღეიდან პსპ-ში 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები ლარის კურსის გამყარების შესაბამისად შემცირდა.

ამასთან ერთად, პსპ ყოველდღე უპრეცედენტოდ დაბალ ფასს სთავაზობს მომხმარებელს რამდენიმე ასეულ ყველაზე მოთხოვნად და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე, მათ შორის ნო-შპა, კოლდრექსი, მეზიმ-ფორტე, ესენციალე ფორტე, კონკორ, დიაბეტონ-MR და სხვ.

 „ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები დავწიეთ. ლარის კურსის გამყარებისა და დასტაბილურების შემთხვევაში, ფასების შემცირება მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება“-აცხადებენ პსპ-ში.

შეგახსენებთ, რომ „ჩემი ოჯახის ბარათის“ მფლობელები პსპ-ში მედიკამენტების შეძენისას, დამატებით ფასდაკლებას იღებენ ყოველდღე, მიუხედავად მიმიდნარე ფასდაკლების აქციებისა.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …