მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » PSP სააფთიაქო ქსელის გაფართოებას განაგრძობს
2016 წელს პსპ-ს ქსელის გაფართოების გეგმა მოიცავს კიდევ 20 ახალი აფთიაქის გახსნას და 25 აფთიაქის ფორმატის შეცვლას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

PSP სააფთიაქო ქსელის გაფართოებას განაგრძობს

2015 წელს პსპ-ს სააფთიქო ქსელს 14 ახალი აფთიაქი შეემატა თბილისის სხვადსხვა უბანსა და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ქუთაისს, ზუგდიდსა და ბორჯომში.

წლის მანძილზე 15 პსპ-აფთიაქს ფორმატი შეეცვალა და ფარმა-მარკეტის ტიპის აფთიაქად გადაკეთდა (მათ შორის 4 ქუთაისსა და ბათუმში). წლის ბოლოს პსპ-ს ქსელი 182 აფთიაქით იყო წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით.

“2016 წელს პსპ-ს ქსელის გაფართოების გეგმა მოიცავს კიდევ 20 ახალი აფთიაქის გახსნას და 25 აფთიაქის ფორმატის შეცვლას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. წელს იანვარში თბილისში, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა ახალი აფთიაქი; თებერვალში კიდევ 3 ახალი პსპ-აფთიაქი (ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში) მოემსახურება მომხმარებელს. ამასთან ერთად მიმდინარეობს ფარმა-მარკეტის სტილში არსებული რამდენიმე აფთიაქის ფორმატის შეცვლის პროცესი”- აცხადებენ პსპ-ში.

ქსელის გაფართოება საქართველოს მასშტაბით, თითოეული მომხმარებლისთვის გარანტირებული ხარისხის ყველაზე ფართო ასორტიმენტის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პსპ მუდმივად ახალ-ახალ ფასდაკლების აქციებს სთავაზობს მომხმარებელს, ამასთან ძალაში რჩება ყველა ძველი აქციაც.

პსპ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და 2016 წელს ტრადიციულად განაგრძობს „შეტევას ფასებზე“, რათა მომხმარებელს უფრო მეტი ბენეფიტი შესთავაზოს.

ghn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …