კომპანია პე ეს პე ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლებს მედიკამენტების გასაყიდად საკუთარ სააფთიაქო ქსელს სთავაზობს.
„საქართველოს ბაზრისთვის ნებისმიერი მწარმოებლის მიერ პირველ რიგში ხარისხიანი მედიკამენტების უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზების შემთხვევაში, „პსპ” გამოთქვამს მზადყოფნას უზრუნველყოს ხარისხიანი მედიკამენტების ტერიტორიული ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით საკუთარი ქსელის მეშვეობით”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.