მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პსპ ევროპულ ბაზარზე ქართული წარმოების მედიკამენტების გასატანად ემზადება
იმისათვის, რომ ქართული მედიკამენტი ევროპულ ბაზარზე მოხვდეს, გასავლელია გარკვეული იურიდიული პროცედურები, რაც საკმაოდ შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს.

პსპ ევროპულ ბაზარზე ქართული წარმოების მედიკამენტების გასატანად ემზადება

პსპ-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ევროკავშირის ბაზარზე ქართული მედიკამენტების გატანის შესაძლებლობას განიხილავს.

მისი თქმით, ევროპული ბაზარი ძალიან კონკურენტულია და ამ ბაზრაზე პირველი ბარიერი კომპანიებისთვის არის წამლის რეგისტრაცია.

“ჩვენ ეხლა ვარეგისტრირებთ ერთ-ერთ მედიკამენტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში; შემდეგ ვაპირებთ დავარეგისტრიროთ ევროკავშირში და ნელ-ნელა შევიდეთ ევროპის ბაზარზე”, – აცხადებს ოქრიაშვილი.

იმისათვის, რომ ქართული მედიკამენტი ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს, გასავლელია გარკვეული იურიდიული პროცედურები, რაც ევროკავშირის კანონმდებლობით საკმაოდ შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს. ქართული მედიკამენტის ევროპულ ბაზარზე რეგისტრაციამდე, იქაურმა უფლებამოსილმა ორგანოებმა წარმოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა უნდა შეამოწმონ.

როგორც კახა ოქრიაშვილი ამბობს, ევროკავშირში მარკეტინგული ღონისძიებები საკმაოდ ძვირი ღირს, რისთვისაც ამ ეტაპზე მზად არ არიან.

,,იქ რომ ადამიანი დაიქირაო, რომელიც შენზე იმუშავებს 10-ჯერ მეტი ხელფასი უნდა გადაუხადო. ჩვენ ჯერ მზად არ ვართ მარკეტინგი განვახორციელოთ ევროპის ბაზარზე, თუმცა მზად ვართ რეგისტრაციის ბარიერი წარმატებით გადავლახოთ’’-აცხადებს პსპ-ს დამფუძნებელი.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …